ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 მარტი, 2013


მასონები "მსოფლიო ბრძანებლები" და უფალი ღმერთი.

მასონები "მსოფლიო ბრძანებლები" და უფალი ღმერთი.

(ათეისტებისთვის დაწერილი)
(პირველი ნაწილი)

                                          შესავალი

- დღეს ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობამ
უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, უზარმაზარ ცოდნას ეზიარა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით  მისთვის ყველა საჭირო სფერო  შეისწავლა,
რა საჭიროა ეხლა ღმერთი და უფალი. მათზე საუბარი დღეს  ხომ უვიცობის,
უცოდინარობის გამოვლინებაა?! მხოლოდ უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყნების მოქალაქეებს ეპატიება ღმერთის არსებობა, მისადმი ლოცვითი რიტუალების შესრულება,  რადგანაც ჯერ ისინი ჯეროვნად არ ზიარებულან თანამედროვე პროგრესის ყოველ მომცველ ძალას.

    მაგამ თქვენ რა გჭირთ ქართველებო, რომ არც ნასწავლობა გაკლიათ, არც თანამედროვე პროგრესის დეფიციტი, არც ყრუ აღმოსავლეთში ცხოვრობთ და მაინც  ზევით იყურებით, ლოცულობთ, დადიხართ მონასტერში. უარესი აშენებთ ეკლესიებს მაშინ როდესაც თქვენივე მოწონებულ დასავლეთში ევროპაში ათასობით მონასტრები იხურაბა და ბარებად, გასართობ ცენტრებად, ცხოველთა თავშესაფარად კეთდება. ხომ გასწავლიდნენ კომუნისტები "რელიგია ეს ოპიუმია ხალხისთვისო" ასე სამოსნებად დარჩით კვლავ, იმის მაგივრად ხუთოსნები ყოფილიყავით.

(იქნება სამოსნები გვინდათ ვიყოთ და არა ხუთოსნები. ავტ.)

    "ნამგალი და ურო" ვარსკვლავი  " გონიო და ფარგალი"

დღეს ერთადერთი ვინც მსოფლიოს მართავს, ვინც კაცობრიობის თავზე, "მშვიდობის" , დემოკრატიის, თანასწორობის დროშას აფრიალებს ეს მასონთა
ლოჟაა. დიდი მონდომებით ყველაგან "სიკეთე", "კაცმოყვარეობა", პროგრესი შეაქვთ.

... ხოლო უძველესი წიგნი რატომღაც გვეუბნება რომ მსოფლიო სატანის მართველობის ქვეშაო.

კაცობრიობისთვის ამდენი სიკეთის მთესველ ორგანიზაციაზე ასეთი რამის თქმა განა  შეიძლება?

...თუმცა სულ სიკეთეს თესავდე და სულ ღვარძლი ამოდიოდეს ასეთი უსამართლობა გაგონილა?

მართალ კაცს  უთქვამს "რამდენი ხორბალი დავთესე, მასთან ერთად ღვარძლიც ამოვიდაო, ხოლო რამდენი ღვარძლი დავთესე, მარტო ღვარძლი ამოვიდაო და არც ერთი ხორბალიო."
ეჭვი ხომ არ ჩნდება? იქნებ ღვარძლს თესავს მთესველი რადგანაც ხორბალი არ ამოდის?


აი პირველი დათესილი სიკეთე:
ძმობა, ერთობა, თანასწორობა!
მიწა გლეხს, ფაბრიკა ქარხნები მუშებს!
სიმბოლო სამუშაო იარაღები კერძოდ : ნამგალი და ურო
(ნახეთ ილუსტრაციაში 1,2,3 გარდამავალი მსგავსებები)
აუცილებელი ატრიბუტი: ხუთქიმიანი ვარსკვლავი
(ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის მასონური სიმბოლო)


შედეგი( მოსავალი): უდანაშაულო ხალხის უზარმაზარი სისხლი, შიმშილი,
რეპრესიები, სამეფო დინასტიის განადგურება, მოაზროვნე ელიტის მოსპობა, მონასტრების ნგრევა, ათეისტური მოძღვრება. რღვევა და ისევ სისხლი.


        " ვარსკვლავი  " გონიო და ფარგალი"
ახალი და*მონების (ან იქნებ "ე" ა-ს ნაცვლად?) ტექნოლოგიები - App Store
(ნახეთ ლოგო, როგორი დამთხვევაა)
ლოგო  ჩაკბეჩილი ვაშლი - ნიუ ორკის,ცოდვის ვაშლი -  გარყვნილების სიმბოლო.


მიზანი ისევ ისეთი: "დიადი ნათელი"
დემოკრატია, თანასწორობა,ბრძოლა ტერორთან, ქალის მამაკაცის დონეზე დაწევა, შვილის უფლებების მშობლებზე მაღლა დაყენება. სექსუალური თავისუფლება,
ჯერ ტკბობა, მერე ოჯახი.ჯერ აბორტები მერე ხელოვნური განაყოფიერება.
რელიგიასთან ბრძოლის ახალი მეთოდები. უნარჩვევები.

შეტევა მიდის მხოლოდ ოჯახის ბურჯის მონგრევაზე და მონასტრებზე,
სადაც ჯერ კიდევ კიაფობს სანთელი უფლისა.
აბა ქუჩა, სკოლა, კაზინო, ბორდელი..... ისედაც დასაკუთრებულია.



შედეგები: ავღანეთი, ერაყი,ლიბია, სირია, ეგვიპტე....

რა უნდათ ადამიანისაგან:  გავირება, გათითოება, გათიშვა, დამონება.
პირუტყვად ქცევა.
და ყველაფერი  ის რაც უფლის მოძღვრების საწინააღმდეგოა.
მათ ქმედებას მშვენიერი (თვალხილულთათვის)  მინიშნებითი წინსართი აქვს "ანტი" უფლისა.


აქვე გონება რომ არ გაგვექცეს მოვიყვან შედარებას ზემოთქმულთან.
რა უნდა უფალს ადამიანისგან: ხარი იყო, უღელს წევდე,  მარტო კი არა, არამედ
გვერდზე შენნაირ ხართან ერთად, გედგეს ჯვარი, პირმეტყველი იყო.

მოდით ბევრისთვის დამცინავ ქართული სიტყვის  მინიშნებებს დავუკვირდეთ:
პირმეტყველი(ხარ),  ხარი უნდა იყო ანუ "(ხარ)ობდე", რატომ ვეუბნებით ერთმანეთს "იხარე", "გაიხარე", "გიხაროდენ" , "ხარებას გილოცავ" "გახარებული ვარ"

- რამდენად ღარიბები ყოფილან ქართველები რომ ეს "ხარ-ი" ამდენი მნიშვნელობით უაზროდ ატრიალეს - ათეისტი მეცნიერი.

უღელში შემბმული ხარები ალბათ ჯერ ყველას გინახავთ, უღელი ჯვრის ფორმისაა, ანუ ჯვრით არიან გადაბმულნი და მერეა ურემი და ტვირთი.
აი ეს არის გა(ხარ)ებული კაცის მისია,  ჯვრის წევა. მარტო შეუძლებელია გვერდზე ხარი უნდა გყავდეს, მეგობარი იქნება თუ ნათესავი ანდა "მეუღლე."
მეგობარი ნათესავი ყოველთვის კარგია მარა საბოლოოდ "ჭაპანს" "მეუღლესთან" ერთად წევ. მასთან ერთად უნდა ატარო ჯვარი, და რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ჯვრის ტარებაში გვერდით ერთგული " მეუღლე" გყავდეს.

აი რატომ ებრძვიან ოჯახს, ჯვრის დამდებ ეკლესიას, რატომ უნდთ რომ გაუქმდეს ქალიშვილობის ინსტიტუტი, მიტომ რომ, ხარმა ჯვრის წევაზე კი არ იფიქროს, არამედ გული უღრიდნეს მეორე ხარზე ეჭვიანობით, მის ერთგულებაში ეჭვის შეტანით.



- ქართველო,  რა ურჩი(ხარ), ამდენი სიმდიდრე , ამდენი ტექნოლოგიები , ამდენი სასწაული დაგანახე, ამდენი ხორციელი ტკბობა გასწავლე, ამდენ თანხებს გახარჯავთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის.
ჯერ გკალით, გხოცეთ, ეხლა გაჭმევთ, გაძღობთ და მაინც მოუდრეკელ ხარ, მაინც უფლისკენ იყურები.
იმპერიები მოვდრიკე და დავაჩოქე, სისხლში ვაცურავე და ეს ერთი მუჭა ერი რა გამიხდით.
.. არ იყოს ზეციდან თქვენი  სიყვარული  და მფარველობა ...მე ვიცი რასაც გიზავდით...

"ჩვენ გვიმტკიცებენ ღმერთი არ არსებობსო და თვითონ ისე თვალნათლივ ებრძვიან ღმერთს რომ, მე მორწმუნე გავხდი" - გაღვიძებული ათეისტი.

  ნეტა რომელია დღეს ბრმა?  ათეისტი თუ "მორწმუნე",
რომელია დღეს დასაცინი, ათეისტი რომელიც დაბრმავებულია  თუ თვალხილული "ბრმად მორწმუნე".
იქნებ იმ ბრმად მორწმუნეებში მიძინებულია ცოდნა უფლის არსებობისა?

- კი მაგრამ რაში ჭირდება ასეთ ძლევამოსილ ძალას სიკეთის, თანასწორობის, დემოკრატიის ნიღაბი?- სვამს კითხვას ინტერნეტ ქსელში (არც მალავენ რომ "ქსელია". ობობას გაბმული ქსელი, ერთი მხრიდან მეორესთან კავშირისთვის  ჭირდება უფრო თუ ბუზის დასაჭერად?) გაბმული, ტექნოლოგიისგან გაბრუებული ათეისტი.

კაცი რომ მოწამლო, მას თეფშე დარიშხანი თუ დაუყარე არ შეჭამს, არც მარტო ჭიქაში ჩასხმულ საწამლავს დალევს, შხამი წყალში( სიწმინდე) ან ღვინოში (მიტევება, გადარჩენა)  უნდა გაურიო, საჭმელში უნდა გაურიო.
ანუ ამ შემთხვევაში, თანასწორობაში( დაკნინება), სიკეთეში(ანგარება), სიყვარულში( სიძვა)-ა შეურიო.
თუ არ გაგიღიმა, თუ არ გაკოცა, თუ არ გაგიშალა სუფრა,თუ არ გასვა და გაჭამა როგორ მოგწამლავს?

"დემოკრატიაც კი  თავის თავში თვითგანადგურების ელემენტს შეიცავს"


დემოკრატია არ იცოდა  ჩვენმა წინაპარმა , თუმცა  სტუმართმოყვარეობაც იცოდა,  ქალის პატივისცემაც,  თანასწორობაც,  თანადგომაც, სიყვარულიც და კაცმოყვარეობაც. ამიტომ მოგიწოდებთ დემოკრატიის მამებს, თუ ჭეშმარიტად გნებავთ  რომ  მსოფლიო უკეთესი  გახდეს, ასწავლეთ მსოფლიოს "ქართველობა" ( არა ვიწრო ეთნიკური გაგებთ) ეს უკანასკნელი არ შეიცავს დემოკრატიისგან განსხვავებით ხარვეზებს.


P.S. ილუზია სულაც არ მაქვს იმის თაობაზე, რომ ამის წაკითხვის შემდეგ
ათეისტი წამოხტება, წავა მონასტერში და შეუდგება უფლის გზას, ეგრეც რომ იყოს პირველ შემხვედრ წინააღმდგობაზევე უკან სირბილით მოკურცხლავს და თავის ვირტუალურ ქსელში ჩაიძირება, მაგრამ ვიტოვებ იმედს იქნებ გადამწყვეტ მომენტში მაინც გამოიღვიძოს და დადგეს იმ მხარეს სადაც ჭეშმარიტებაა.


              რატომ მაინც დამაინც  ქართველი.      (მეორე ნაწილი)

"ქართველი" რამდენი პატივი, სიბრძნე, მოვალეობა და საიდუმლო ჩაუტევია ამ ერთ პატარა სახელში ვიღაცას, მარტივია და რთულით იხსნება მხოლოდ ქა"რთულით".
ჩაუკვირდეთ და განვშალოთ:
რთველი, ველი, ელი.

პირველი რაც თვალში საცემია ეს არის "რთველი" რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართველის არსებობაში რთველს, მისი არსებობა ხომ სულ რთველზეა აგებული, ვენახზე და მის მოვლაზე.
" სრული პასუხისგებთ გეტყვით არც ერთ მიწათმოქმედ ერს არ აქვს ისეთი რელიგიური შესისლხორცებული დამოკიდებულება მოყვანილ კულტურასთან(მსოფლიო მნიშვნელობის კულტურები:სიმინდი, ყავა, შაქრს ლერწამი,.... თვით ხორბალთანაც კი), როგორც ქართველს ვაზთან და ვენახთან"
ასე ეფერებოდე, უმღეროდე, ხარობდე, ტიროდე, ლოცავდე და ლოცულობდე მცენარეზე მე არსად არ მინახავს არც გამიგია.
ქრისტიანულ მოძღვრებაში თუ რა მნიშვნელობა აქვს რთველს ამაზე ვრცლად აღარ შევჩერდები (რთველი - მოსავლის დაწურვას, განაჩენი)

ველი - მას სამი მნიშვნელობა გააჩნია  ქართულში:  პირველით ველი ნიშნავს მოლოდინს, მეორეთი ველი ნიშნავს უხილავ ტალღას(მაგ.: მაგნიტური ველი.)
მესამეთი მატერიალურ ადგილს ველი, მდელო, მინდორველი.

ელი - ასეთი განმარტება ქართულში ვერ მოვძებნე, თუმცა ს.ს.ორბელიანის
განმარტებითი ლექსიკონმა  ღმერთის რჩეულ ერის ენისკენ მიმითითა,
სადაც ელი - ღმერთს ნიშნავს.

ქა - ქ ქრისტეს ნიშნავს, ა- არსს, აღდგომას, ამაღლებას.

თუ ყოველივეს შევაჯამებთ მივიღებთ რომ  ქართველი ნიშნავს:

ქრისტე+არსი+განაჩენი+ველით+ამველზე+უფალო ღმერთო.

ხოლო საქართველო, ნიშნავს ამ ყველაფრის ადგილს.
ამოტომ თვითოეულმა ქართველმა უნდა გაისისხლხორცოს რაოდენ დიდი პასუხისგებლობის მატარებელია.
მხოლოდ ქართული გვარი არ არის იმის გარანტია რომ "ქართველობდე" არაქართული გვარის მატარაბელსაც იგივე შანსი აქვს ქართველობის.
მხოლოდ  კეთილი აზრის, სიტყვის და საქციელის ერთობა ქმნის "ქართველს" და არა წოდება და გვარი.
  ყველა საქართველოს მოქალაქეს გისურვებთ "ქართველობას".

არასამთავრობო ორგანიზაცია
„ქართველი მართლმადიდებელი“-ს
თავჯდომარე: კახაბერ ჭიჭინაძე
21 მარტი, ქ. თბილისი, საქართველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები