ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2013


"აქმო" -არასამთავრობო "ქართველ მართლმადიდებელთა" ორგანიზაცია.

პოეტი როდი ვყოფილვარ,
არც მისვამს ლექსის ფიალა.
რა მაწერინებს ნეტავი...?
ალბათ სამშობლოს იარა.

დარდითა გული გასკდების,
მოდის დემონი "მცინარა".
ვერც ვერას ვშველი....
გათელეს.....
ქვეყანა - ჯვრისთვის მტირალა.

ნეტავი ისევ იმ დროსა,
როს მტერს ვხვდებოდი ხილულსა.
ჩემსკენა შემართებულსა: ხმალსა,
შუბსა თუ შურდულსა.

იქავე დავუსრულებდი
მოქნეულს ჩემზე მსუნაგსა,
უმალვე შევაგებებდი ჩემს
რაჭულ წედისუნასა.

მაშინაც იყვნენ ლაჩარნი,
მძინარინი, წყნარად თივასა,
მხოლოდ მცირედნი ზიდავდნენ
დარდსა ბარის და  მთისასა.

თუ სადმე მტერი გაგვიძვრა,
მერე გარბოდნენ კლდისასა.
ჩვენ უფლის ნებით
გადავრჩით
სასწაულს ვამბობ ღვთისასა.

ეხლა უხმლოდა გვისინჯავს,
კბილსა ქართველთა დროება.
გველი - ბალახში მოცურავს,
უნდა წაგვართვას გონება.

გვთავაზობს ყველა "სიკეთეს":
ლოტოს, ორგიას,  ღრეობას.
"თავისუფლებას" გვპირდება,
თუ მამის დავგმობთ  ძეობას.

ისევე ერსა მოვუხმობ,
სახელით "აქმო"დისასა,
ვინც რომ კაცი ხარ შემოდით,
ლაშქარში გიორგისასა.

ეხლა სხვა ომი მოგველის,
გონების, აზრის წრისასა.
შხამსა წამალად აპარებს
ჩვენსავე შვილებისასა.

მოდით მოვუხმოთ გონებას,
ნათელსა ცისა მშვილდთასა,
გადავეფაროთ, დავიცვათ
დავუდგეთ ფარად შვილთასა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები