ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2008


القاعدة‎ (Al-Qa'ida)

რა დროს სიკვდილია
ალ ქაედა
ალ და ალ და
ალისფერ ჩადრებში და ჩალმებში
ჩაფლული დედამიწა
კრწანისის ყაყაჩოებს წააგავს ფერებში

ალ და
ალ და
ვიძირებით ზიზღში და ჯართში
და ფეთქდება
ჯერ ზიზღი და მერე ჯართი
და ვკვდებით
ვეცემით ქუჩებში
ტრანსპორტში
ვიფანტებით ჰაერში, აზრებში
ბოღმაში,
ვღვრით სისხლს, ცრემლს, ოფლს
რათა დავეცეთ საკუთარი შვილების თვალწინ
დედების თვალწინ
ცოლების თვალწინ
ვღვრით რათა დავიწყოთ დედების, ცოლების, შვილების, ძმების სურათები მკერდზე
მრგვალ მედალიონებად
შავი არშიებით

და რა დროს სიკვდილია
ალ და
ალ და
ჩემ კატას კნუტი ყავს პატარა
ჩემ ძაღლს ლეკვი ყავს პატარა
და ბეღურები ისევ ჯდებიან ჩემს აივანზე საჭმლის მოლოდინში
რა დროს სიკვდილია
القاعدة‎

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები