ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2013


ისევ ნაცნობი გზებით დავდივარ

ისევ ნაცნობი გზებით დავდივარ,
სიკეთის ცეცხლი გულში მინთია!
მე ყოველთვის და ყველგან ნაღდი ვარ,
ეს სიმართლეა, განა მითია!
ისევ ნაცნობი გზებით დავდივარ,
ხან დარია და ხანაც ნისლია!
მე სიყვარულში სანთლად ვანთივარ,
უსიყვარულოდ არ შემიძლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები