ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


16. 17. 18.




ის დაასრულებს ნახატს სახელწოდებით: "წითელი მამლის გადაფრენა",
გამოვა თექვსმეტსართულიანი სახლის მეჩვიდმეტე სართულის აივანზე,
ახედავს ცას და ნაოჭასხმულ ქუთუთოებს დაუშვებს დაბლა.
მზე მხედველობის ორბიტაზე გადმოინაცვლებს...
მერე კი, ასე ხმელ-ხმელი და მაღალი,
გაჟღენთილი ზეთის საღებავებით – სულ იოლად აბრიალდება.

თვრამეტ საათზე
გადმოსცემენ ცხელ-ცხელ ამბავს,
რომ ცაგარელზე გაჩნდა ხანძარი,
დაიწვა ბინა-სახელოსნო,
თავად მხატვარი ვეღარსად ნახეს.
თვითმხილველთა განცხადებით
ის ცამ ჩაყლაპა!

p.s.
მე იქვე ვცხოვრობ
და შემიძლია დავამატო,
რომ მას შემდეგ,
ყოველ ცხრამეტ აგვისტოს,
ჩვენს ქუჩაზე
მზის ჩასვლამდე ყივის მამალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები