ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2013


აპრილი მოვა

საღამო...
წვიმა...
უმეტყველო შენი თვალები,
ყავის ჭიქაში დაცურავენ როგორც ტივები.
სდუმან ხეები, ამინდებით განაწვალები
და მარტი უფრო გაზაფხულის ნეგატივია
ვფიქრობ.
განცდებმა განთიადი უნდა დაბადოს,
რადგან სამყარო დაგვაქვს გულის ნაცვლად  მე და შენ
და ალიონი შეერევა ზეცის კაბადონს,
როგორც წირვაზე საბარძიმე ტარიგს ზედაშე.
სამრეკლო დავდგათ, მთვარის ნაცვლად, ახლა და მოდი
ილოცე ფსკვნილზე დაჩოქილმა და მე კი ზარებს,
დავრეკავ ძლიერ,
გადაღლილი ვიტყვი - გამოდი
და მზე გამოვა აღდგენილი, როგორც ლაზარე...
აპრილი მოვა!
და რადგანაც არ ვინახავდი-
-მარხვას
აღდგომას ვხდები შენი ეზოს სოროდან.
ჰოდა ძვირფასო, უსათუოდ დამინახავდი,
შენს ოთახს ერთი ფანჯარა რომ მაინც ჰქონოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები