ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2013


ადამი და ევა (მინიმა)

გუშინ  დილით სამსახურისკენ  მივიჩქაროდი. პატარა გოგო და ბიჭი ჩემს  წინ მიდიოდნენ, სულ პაწაწინები...ჩანთით
მხრებზე  და  ხელჩაკიდებულნი.უცებ გოგონა გაჩერდა  და ფეხი გააშვირა...თასმა გახსნოდა.  ვაჟი დაიხარა და თასმის
შეკვრა დაიწყო.ეს ისე ლამაზი სანახავი იყო,თვალი ვერ მოვაშორე და ღიმილიანმა ჩავუარე...

საღამოს ,სავარჯიშო დარბაზისკენ მივიჩქაროდი... ქალ-ვაჟი სკამზე იჯდა  ,  ხელები    ჩაეჭიდათ  და  ერთმანეთს  თვალებში შესციცინებდნენ....ვაჟი ხელებზე  ეფერებოდა და თან გაყინულ თითებს  უთბობდა.
დილით ნანახი გამახსენდა....

...და იქნება სულ მუდამ ასე.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები