ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2008


შვილებისადმი

მხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,
დაჩაგრულმყავხართ, ჩემო შვილებო,
გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე
ობოლ-გერივით გამოზრდილებო.

ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,
ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,
ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,
რა მექნა, თქვენთვის რა მომეტანა?

არ დაემდუროთ უპოვარ მამას,
თუ მოვლენ ჩემზე ღონიერები,
მე ჩრდილში ყოფნა ვირჩიე, რადგან
მზეზე ლაღობდნენ მორიელები.

ჩაწყვეტილია გულის მყესები,
დარდი ვალივით მადევს ულევი
და მენანება ჩემი ლექსები,
სტრიქონ და სტრიქონ ნამარხულევი.

ჰოდა, ჩემს ბწკარებს, ჯანი გავარდეს,
გიტოვებთ, გერგოთ მამის ანდერძად,
დროის სიმწარით, მე ის მადარდებს
თქვენი ბავშვობაც, ხომ არ დაბერდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს