ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2013


ინტერვიუ ტელეფონით

                                                     
-სახელი?
      – პოეტი – ფიქრებით, ოცნებით.
-გვარი?
      – თუ გავუმხელ... მეორე ნახევარს!
-ასაკი?
      – იმდენი, რამდენსაც მომცემდით.
-ჰობი?
      – ლექსის წერა, მეტწილის დახევა.
-ერკვევით...
      – სასმელში და ცოტას ქალებში.
-მომავლის გეგმები?
      – (იღიმის) მთაწმინდა...
-ვის გავხართ?
      – ჯამბაზებს ნაღველით თვალებში.
-რა გიყვართ?
      – (სიჩუმე) თქვენ... (გარეთ გაწვიმდა)
-არ მესმის?!
    – მიყვარხართ (ღვთიური მომენტი)
-არ მესმის?!
      – მე ვფიქრობ, გაფუჭდა ყურმილი.
-არ მესმის, მიყვარდეს და ისიც პოეტი?!
                და გარეთ ისე წვიმს
                      დუმილი...
                      დუმილი... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები