ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2013


ლურჯყდიანი რვეული (გვერდი V)

( ამ რვეულს ვანდობ ყველა ჩემ ტკივილს,რწმენას,იმედსა და სასოწარკვეთას)


რამდენიმე წელია  ,  სიკვდილის შიში დავძლიე...ჩემი  რწმენის სიძლიერე მხოლოდ ღმერთია.  ის ჩემშია და
მთლიანად მავსებს.

მე მწამს სახეცვლილი დაბადების....

**************************************************
თუ შენს ახლოს შენივე ჩრდილს დაინახავ,იცოდე რომ ეს ჩემი ჩრდილიცაა...

თუ მინდვრის ყვავილებში ყველაზე მეტად თავდახრილ და უღონო ყვავილს შეხვდები,იფიქრე,  რომ მასშია
ჩემი სული აღმოცენებული...

თუ უეცრად ანთებული სანთელი ჩაგიქრა, გაიხსენე,როგორ ვანცობდით და ვთამაშობდით ბავშვობაში კუკუდამალობანას....

ხოლო თუ მოულოდნელად შენი ყავის ჭიქაში ყავის დონე დაკლებული დაგხვდა,იცოდე  ,  მე შეგეზიარე.მიყვარს შენი ბაგის შენახები ჭიქის შეხება...

შენ ვერასოდეს იგრძნობ ჩემ სუნთქვას,მაგრამ თუ ქარმა თმა აგიწეწა,მასში ჩემი სუნთქვაცაა შეწყმული და აუცილებლად იქნება თბილი და ალერსიანი.


**********************************************
  მე ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ,როცა არ მეშინია გარდაცვალების...


  მე მწამს სახეცვლილი დაბადების....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები