ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2013


ჯონათანს

რა დაემართება ორ უსინათლოს,
რომლებიც მიდიან ზღვის ბილიკით
მზისთვლიანი ჰორიზონტისკენ?
რათქმაუნდა დაიღუპებიან.

და ჩამოცვენილი ყვავილების სიფაქიზით
შეუერთდებიან ჰორიზონტის მდუმარებას
როგორც უამრავ მომაკვდავ ფრინველს
მიერეკება ბიბლიური მუსიკის სილურჯე
უსახელო სივრცეებისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს