ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2008


სატელეფონო

სანამ ფოთლები, დღეებივით უხმოდ ჭკნებიან,
დღეებივით... უერთმანეთო...
მომიყევი უბრალოდ  - "გუშინ".
თითქოს - "გუშინწინ", ან - იმის წინ,
მოყოლილი გაქვს.
მომიყევი უბრალოთ - გუშინ...

მომიყევი შენი ოთახი,
საიდანაც დაიწყე "გუშინ",
იისფერი საძინებელი...
თუნდაც დილის ცხრა!
მაღვიძარა - რომელიც გზარავს,
სამსახური - რომელსაც მიეჩვიე.
გზა-რომელსაც სამსახურიდან მოყავხარ.
დრო-რომელიც მეგობრებთან ერთად მოკალი.
მარტოობა - რომელსაც მათთან ყოფნის დროსაც განიცდი.
მესიჯები - რომლებსაც ამ დროს წერ,
მესიჯები - რომლებსაც არ წერ.

მომიყევი უბრალოთ - გუშინ.
თითქოს გუშინწინ... ან, იმის წინ...
მოყოლილი გაქვს,
მომიყევი ტკივილი - გუშინ,
ტკივილი - რომელსაც არავის ეტყოდი,
ქუჩები - რომელშიც ტკივილი დაგაქვს.
ქუჩები - რომელიც ყოველთვის გვიღებენ ისეთს...
არასოდეს გვსაყვედურობენ.
რომ ისინი არასდროს გვგვანან.
მომიყევი - მეზობლის ძაღლი
ანდა - სიშორე რომ შეგაყვარე
ან, ანეგდოტი მომიყევი,
ზრდილობის გამო რომ გავიცინო.

მომიყევი რომ გინდა წასვლა,
რომ გეძინება
რომ მაკოცე
რომ ბევრი
რომ გაგიბრაზდე
რომ ვიჩხუბოთ
და გაგითიშო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები