ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2013


პოსტ სკრიპტუმ

    ... და თვლის გაზაფხული ხეთა რეგალიებს,
        გულში იანვარი, გარეთ მაისია.
        წვიმამ რა იცის და წლებმა რა იციან,
        თუ რა ოცნება და ფიქრი შეგალიე.
        ვიცი, მდუმარებით ცამდე ავა შენი
        სული, უთქმელობის მკაცრი განაჩენით,
        გრძნობას ლაპარაკის ნიჭი რომ გააჩნდეს,
        ალბათ ბაბილონის გოდოლს ავაშენებთ.
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები