ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
1 მაისი, 2013


ბიჭიკო

ჩემი „ბიჭიკო“ უკვე ორი წლისაა,მხიარული,საზრიანი,გონებამახვილი , ინტელექტუალური,
ანცი და გადარეული...თუმცა  ყველაფერს ამტვრევს,ანადგურებს,რაც მოხვდება,ყველაფერს აფუჭებს და აზიანებს...
დილით თუ საუზმე არ მოუმზადე,ისეთ ოინს მოგიწყობს,მთელი დღე ვერ გამოხვალ ამ
შოკიდან...თმას დაგაწიწკნის და შეიძლება ტანსაცმელიც  შემოგახიოს სამსახურში წასვლის
ბოლო წამზე.......ჩემ თუთიყუშზე ვამბობ....თქვენ რა იფიქრეთ?
ახლახანს მისმა ექიმმა დიაგნოზი დაუსვა:მარტოობის ნოსტალგიურდეპრესიულანემიური შოკი  აქვს...
მოკლედ  დედალია და მამალი თუთიყუში უნდა...(სინამდვილეში გოგონა  უნდა დამერქმია და არა
ბიჭიკო,მაგრამ ორი წლის წინ თბილისში თუთიყუშთა  სქესის გამოცნობის ბიურო არ არსებობდა და არც ახლა
არსებობს.მე კი მამალი მეგონა...ამიტომაც დავარქვი ბიჭიკო,აბა სექსუალური ორიენტაცია კი
არ მეეჭვებოდა)... ....საბედნიეროდ ,ლაპარაკი ვერ ისწავლა.თორემ ყველა სიტყვაზე  „აზრიანი“ კომენტარი ჩემი 
  ქმრისგანაც საშინლად მაღიზიანებს და მეეჭვება, მისგან ამეტანა....
დღეს კი დიდი დღეა...ბიჭიკო  ორი წლის გახდა ..არვიცი თუთიყუშებისათვის ეს სიბერეა თუ
მოზარდობის ხანა, მაგრამ აშკარად არ უჩივის ჯანმრთელობას(ჩემგან განსხვავებით) და მადაც
კარგი აქვს....ბანანი და ვაშლის ღვეზელი ერთად უყვარს....გაკეთებით ვერაფერს გააკეთებინებ,  თუ სურვილი არ აქვს, ჩუსტსაც კი ვერ მოატანინებ.  გაფუჭებით კი  აფუჭებს ყველაფერს...სავარძლებს,  ტანსაცმელს და ჩემ ნერვებს...
---ბანანი--ვუმარცვლავ  და    ვასწავლი მე---
---ბი-ჭი-კო---იმეორებს ის
მერე  მაღლა აწევს გაღუნულ  ნისკარტს და  მიყურებს ლენჩივით ...რამდენჯერ მიფიქრია ,ბედი არ გინდა? რაღა მე გამომადგა მუნჯი თუთიყუში მეთქი?
უკვე მერამდენედ ვამბობ...დღეს დიდი დღეა...ჩემთვის კი არა...ბიჭიკოსთვის.  ნინას,ჩემ მეგობარს იდეა მოუვიდა და მამალი  თუთიყუში იყიდა. საღამოს კი ორივე ერთად გვესტუმრა. ნინა მანქანით და თუთიყუში გალიით. აბა ნინა ხომ არ მოვიდოდა გალიით და მარკო მანქანით.
(დამავიწყდა,მარკო ქვია ამ ჩემ ნოსტალგიურდეპრესიულანემიური შოკის „წამალს“)
უნდა გენახათ ,რა სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს, მარკო და ბიჭიკო.დიდი ხნის ნაცნობმეგობარსაყვარელნათესავახლობელივით
ნეტავ მე რა  საჩუქარი გამახარებდა ასე?  ნანატრი    Land Rover  თუ ესპანეთის საგზური,საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები