ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


ძმებო...

როცა ვკითხულობ ლექსებს გრანელის
ვგრძნობ გულისცემა უფრო მატულობს,
ჩემს სასთუმალთან იწვის კანდელი,
ნიჭიერების სასიქადულოდ.
თუმც ჩვენც დაგვიდგა მძიმე დროება,
მეც კანდელივით მინდა ვიწვოდე,
არაფრად მიღირს ძმებო ცხოვრება,
თქვენთვის ჯვარცმული თუ არ მიწოდეს.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი,
ჩემი მფარველი არის უფალი,
მე საქართველო როგორც ყოველთვის
მინდა მარადის თავისუფალი.
ისევ ვკითხულობ ლექსებს გრანელის,
ვფიქრობ ამისთვის ღირდა გაჩენა,
ჩემს სასთუმალთან იწვის სანთელი,
ჩვენი მერმისის გადასარჩენად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები