ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2013


აღდგომა

მახსოვხარ, როცა ვწუხვარ,
მახსოვხარ, როცა მიჭირს...
შენთვის ვერ ვხარჯე უხვად
ღვთით ნაბოძები ნიჭი...
ვერ იშვა ჩემმა სულმა,
მძიმე სხეულში სახლობს.
თუმცა, სურვილი სულ მაქვს
თავმდაბლად მოგეახლო!
მიზეზს რა დალევს სანამ,
გული არ გახსნის წინკარს.
უშენოდ სნეულს ვგავარ,
ამაოება მიყვარს...
ჯერ ვერ დავზავდი თავთან,
რაც ვკარგე, იმას ვეძებ.
და შენთვის სათქმელ მართალს,
ვტოვებდი ალალ ბედზე...
მაინც არ მტოვებ მარტოს,
არ ვიმსახურებ, ვიცი...
ნაწვიმარსაც და ნათოვს
რა სულგრძელობით მიცდი...
მოვალ, ოდესმე, მოვალ,
გრძელი შლეიფით ცოდვის.
სიკვდილის მარცხის დროა,
აღდგომის ღამე მოდის!..
    05.05.13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები