ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: საბავშვო
6 მაისი, 2013


სვეტა



ორშაბათი:

–ხურდა მომე რა? – შემომაბრდღვიალა შავი თვალები.
–აჰა ოცი თეთრი!– დგას,მიყურებს გაღიმებული.ორჯერ გავხედე წარბების ქვეშიდან,დგას ჯოხივით.–მეტი არ მაქვს! წადი ეხლა,ცოტა დავრბილდი.
–ეს საყურეები რა ღირს?ყურები მაქვს გახვრეტილი,საყურეები არ მაქვს.
–ისწავლე და როცა განათლებული ქალი იქნები,გექნება.
–შენ სწავლობდი?
–მე?ისე რა!
–მა საიდან გაქ ეგ საყურეები?–გამარჯვებული სახით მიყურებს.
–მაჩუქეს, წადი ეხლა!
–შენ ვერ მაჩუქებ?
–თუ კარგად ისწავლი და დღიურს მომიტან გაჩუქებ გპირდები.
–სკოლაში კი დავდივარ,მაგრამ წიგნები არ მაქვს.
–წადი ეხლა გეხვეწები,თავი მტკივა.–უხმოდ გამშორდა.

სამშაბათი:

–ხურდა მომე რა?– ოქროს საყურეები უკეთია
–არ მაქვს
–ეს ყავის აპარატი მუშაობს?
–8 წლის ბავშვისთვის არ ასხავს ეგ აპარატი!ხო ხედავ ვერ წვდები.
–დამეხმარე რა,დედას მინდა წავუღო ლოტკინზეა,სახლში–თან ხტუნაობს რომ ხურდა ჩაუშვას აპარატში.
–იქამდე დაგექცევა,გაცივდება!–ვარიგებ მაგრამ მაინც ვეხმარები....
მიდის სვეტა ნელი აჩქარებით და გულისფანცქალით მიაცუხცუხებს ყავას დედასთან,რომელმაც სამათხოვროდ გამოუშვა,თავისი დედიკოა მაინც.

ოთხშაბათი:

–ხურდა მომე რა?
–არ მაქვს!
–რა ლამაზი ხარ დღეს!–გამშორდა,ვერაა ხასიათზე.

ხუთშაბათი:

–ხურდა გაქვს?
–არ მაქვს,აჰა სემიჩკა–პაწაწინა შავი ხელით მზესუმზირას იღებს ჩემი ხელიდან–.მანიკური რატო არ გისვია?არც გუშინ გესვა,აჰა წაისვი,შენ გიყიდე.
–არ მინდა ფისო,დედას წაუღე–ამაყად შემობედა უკვე მაღაზიაში,წითელი ლაქი მაგიდაზე დადო და სერიოზული სახით გამშორდა!

პარასკევი:

–როგორ ხარ ხათო.
–კარგად შენ როგორ ხარ ფისო.
–სიზმარში გნახე იცი?(იღიმის) ვითომ შენს მაღაზიაში დიდი "სირენის"ხე ამოვიდა და მე და შენ ნაძვისხის "იგრუშკებით"ვრთავდით.
–იასამანი? მიყვარს,მაგრამ რა დროს ახალი წელია?კაი სიზმარია,არა?
–ხო რავიცი..ხურდა არ გაქვს?
–ნწუ.–თავი გავაქნიე–უსიტყვოდ გამშორდა სვეტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები