ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2013


ალბათ, მხოლოდ საქართველოში(ლურჯყდიანი რვეულიდან)


ახალწლის მომდევნო დღეებია.ორი ან სამი იანვარი.უკვე კარგა გვარიანი დაღამებულია.დედა სამზარეულოში ფუსფუსებს  ,
ღომს აკეთებს და ცდილობს დაგვანაყროს.ბავშვები მოთმინებით ველოდებით.ახალწლის სუფრიდან ბატის საცივია დარჩენილი.
მოულოდნელად ჭიშკართან ხმაური მოგვესმა.მამას ახლობელი,ამირან ბიძია გვესტუმრა.კარი გააღო და სტუმარს არ მიიღებთო,შემოგვცინა...მერე  თოვლი ჩამოიბერტყა ბეჭებიდან და ბუხართან მივიდა.
დედა უხერხულობისგან ოდნავ შეიშმუშნა,მაგრამ გამოსავალი სწრაფად იპოვა,ღომის მოზრდილი ნაჭრები თეფშზე  დაგვიდო,ზედ საცივის წვენი გადაგვისხვა ,  პატარა ტაბლასთან დაგვსვა და ჩაგვჩურჩულა:
--ბავშვებო,ბატის ხორცი აღარაა და არ შეიმჩნიოთო.
ჩვენ მადიანად შევექეცით ღომსა და წვენს...
სტუმარი სუფრასთან მიიწვიეს.ამირან ბიძიამ გადმოგვხედა,აჭამეთ კაცო ბავშვებსო,უხერხულად ჩაიბუბუნა და რომ გვნახა,გემრიელად და მადიანად ვილუკმებოდით,თვითონაც შეექცა მამის მიწოდებულ ღომს,საცივსა და ბატის კისერს....
დღემდე მახსოვს ჩვენი „არშემჩნეული გმირობაც“ და დედის მადლიერი სახეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები