ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2013


ეს მეტროა

..შევდივარ ვაგონში, ვიყურები, დაღლილი ვარ, მინდა დავჯდე, ადგილი არის, მაგრამ ვიღაცა "საქონელი " გაჭიმულა ორ სკამზე, არ ვუთმობ, მივდივარ და თითქმის ძალით ვჯდები, არ სიამოვნებს, მაგრამ სულ მკიდია.

მერე ვაგონში ქალი შემოდის, ყვირის, "სამი სანთელი, ხატთან ერთად!.. 20 თეთრი!" მას უკან კონკურენტი მოყვება, ეს აუცილებელია! ანტიმონოპოლიური სამსახური! ის კი ხმამაღლა და გარკვევით ამბობს, "ბლოკნოტები, პასტით, ხატთან ერთად . 1 ლარი.....

მერე იმ "საქონელს " ვუყურებ, ვის გვერდითაც ჩავეკვეხე, მუხლებზე ორი ბიბლია და გაზეთი უდევს, გატაცებით კითხულობს სტატიას " ...მე "ნაც მოძრაობას" სატანისტური" სექტა ვუწოდე!..." რა საინტერესოაა! ვცდილობ წავიკითხო, მაგრამ ამ დროს ვაგონში გოგონა შემოდის, რომელიც აშკარად დიდი პრობლემის წინაშე დგას (უფრო სწორად , ძალიან მაღალ ქუსლებზე ) უჭირს დგომა და თან დაჯდომაც რომ არ შეუძლია! რადგან მეტისმეტად მოკლე კაბა აცვია....

მე მას სახეზე ვაკვირდები, ახლა ის ფიქრობს, ნეტავ მალე გაგორდეს ეს წყეული მატარებელი! მერე მივიდეს სახლთან, უბნის ბიჭებს თვალი აარიდოს შევარდეს სახლში გაიხადოს ეს ქუსლები, კედელს მიანარცხოს, ჩაიცვას სპორტული შარვალი და საწოლზე დაემხოს....იტიროს..იტიროს...

და რატომ უნდა იტიროს?....არ გეტყვით!...მე სადისტი არ ვარ და ეს თემა დახურულია.ო.კ?...:)))

შემდეგ ისევ იღება და იხურება კარი, მივდივართ..მივდივართ....იმ გოგონას, პრობლემა რომ აქვს, ვაშტერდები, თან ვუღიმი, მერე უცებ გვერდზე გავიხედავ და......ამ დროს თვალის კუთხით ვხედავ, როგორ ისწორებს თმას.....ჰო, კარგია, კარგი, ლამაზი ხარ.....

მერე ქალი ამოდის , ოხრავს, თავზე დამადგა და ხვნეშის, ჩანთა ლამის თავზე დამადო, ფლეერს ვთიშავ და ვდგები, ვუთმობ ადგილს, ამ დროს მატარებელი გვირაბში შედის და მე ჩემს თავს ვხედავ ფანჯრის მინაში, სარეკლამო ბანერის გვერდზე, თმა აწეწილი მაქვს, აპრილის ქარმა არც მე დამინდო....

ეს მეტროააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!..



ს.ნ. 2013.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები