 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 13 მაისი, 2013 |
ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ვიცი რომ საქმე რაოდენობაში კი არა, ხარისხშია.
ერთხელაც ამის შემოწმება მომინდა, ნეტავ ზოგი სიბრძნე მარტო თეორიულია თუ პრაქტიკული ღირებულებებიც ახლავს? ახლა რომ უცებ გამიჭირდეს, დღეს..ხვალ...ნეტავ რომელი დამეხმარება? ჯერ ვიწყებ უფრო შეძლებული მეგობრებიდან... მივედი , ვრეკავ ზარს. გამოდის მისი ცოლი, უკან ბავშვს ვხედავ, ჩასჭიდებია მის კაბას, თითი პირში ჩაუდია და მიღიმის , ეშმაკური შავი თვალებით... ჩავახველე. ქალი მომშტერებია, უხერხულ პაუზას ვარღვევ --მალხაზი სახლშია?... აღმოჩნდა რომ არა, მძიმე რკინის კარი იკეტება ჭახანით, თითქოს ტყვია დამახალეს.....და მივდივარ. 2 წუთის მერე ვიღებ ტელეფონს, ვდებ ახლადაღებულ ნომერს და შეცვლილი ხმით ვრეკავ... --ბატონი მალხაზი მინდოდა! ალოო! მაქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებით..... --დიახ, სახლში ვარ, მობრძანდით....პეკინის 45... ტელეფონს ვთიშავ. არ ვიცი, საკუთარ თავზე გავბრაზდე თუ მასზე.იქნებ გავიცინო? მერე ვწყნარდები, ვაბოლებ და ახლა მეორესთან მივდივარ...კარს მიღებენ..სახლშია! რა კარგიააა!.. 3 სუპერმარკეტი აქვს ვერაზე..... ვსხდებით, ყავას ვსვამთ, ვიხსენებთ რაღაცა სისულელეებს...მერე ვაჭრობა როგორ მიდის...კარგად....თავს მიქნევს.... უცებ ვეუბნები: --აუ, იცი რა...ფული მჭირდება სასწრაფოდ... მეგობარს თვალები უფართოვდება, დგება და ყვირის --ჯანდაბა! ეს რა დამემართა! რა უბედური ვარ! ღმერთოოოოო!!! ეს რა განსაცდელი მომივლინე! მეგობარს ვერ ვეხმარები!...მიდის კედელზე ხატების კუთხეში და რაღაცას ჩურჩულებს...მგონი "რას მოეთრა ამ დილაადრიან?"....(ასეთი ლოცვა არ გამიგია, ნეტავ რას ნიშნავს?) რა ხდება?,,ვეკითხები..... ---10 წუთის წინ ვერ მოხვედი??? მთელი ფული გავატანე ახლა ნათესავს...ბებია მყავს ცუდად...ისე მიჭირს...ცოტა ადრე ვერ მოხვედი? ვნაღვლიანდები...ნეტავ დროის მანქანა არსებობდეს!:))))))ის კი წამოხტა და ოთახში დაქრის, თითქოს აკვარიუმში თევზიაო....უეჭველი კედელს ეძებს რომ თავი ურტყას!.. ყვება, ყვება.... ისეთ რამეებს რომ სტივენ კინგი მახსენდება!....ისე უჭირს თურმე რომ.....რაღაც მომენტში აღმომხდა ---"მერე მოსულიყავი და დაგეხმარებოდი..." მეგობარი ჩერდება და გრძნობს რომ გადაამლაშა...... ჯიბეში 5 ლარიანს ვაწვალებ, სულ მოვჭმუჭნე ნერვიულობისგან! ლამისაა ამოვიღო და დავაგდო მაგიდაზე! მერე მბეზრდება ეს ფარსი.მივდივარ...ვფიქრობ..ვფიქრობ...თუმცა საფიქრალი მე მგონი არაფერია.....:)))) ასე შემოვიარე მთელი სამეგობრო! აღმოჩნდა რომ ყველას უჭირს, თანაც ყველა მეუბნება დაახლოებით ასეთ ფრაზებს... --5 წუთის წინ მქონდა... --მთელი ფული საქმეში მაქვს ჩადებული... ---უკვე ვასესხე მეზობელს..მანქანა დაამტვრია...
---ბანკის ვალი გადავიხადე...
---გოგოს მანქანა ვუყიდე...
----ევროპაში მივდივარ ხვალ....
მერე შემთხვევით კიდევ ერთი მეგობარი მხვდება....ვალუტის გადასაცვლელი პუნქტი აქვს პავლოვზე...აუფ! გაუხარდა! დიდი ხანი არ დაგვილევია, ვეუბნები და ჩავუჯექით
..ვსვამთ, ვჭამთ....გვიხარია.. შევთვერით....უცებ ვეუბნები:
---ძმაო, ფული მჭირდება....ჰა?
ვატყობ, მადა დაკარგა, თვალებში აღარ მიყურებს...მერე უცებ წამოიწია, ფანჯარაში იყურება:
--დაიცა! ახლავე მოვალ! დავინახე ერთი ვიღაცა! ახლავე! არ გამასწროს! მერე ვეღარ ვნახავ! 2 წუთში მოვალ!
...და მას მერე გადის 2 საათი....გაცივდა ხინკალი...გათბა ლუდი...გავგიჟდი მე!
ვიხდი და გამოვდივარ.....არეული ნაბიჯით.
--- მივდივარ ბოლოს კიდევ ერთთან ...ქირით ცხოვრობს....კარს თავად მიღებს....ვსაუბრობთ...ვიცინით..მერე ვეუბნები რომ ფული მჭირდება...მთვრალი ვარ, ფეხზე ვერ ვდგევარ..ვქანაობ.. ჰო და ..იღებს ის მეგობარი ბარათს, მაძლევს და მეუბნება... 3648 პინ კოდი. ბანკომატი კუთხეშია, მანდვე...მოხსენი რამდენიც გჭირდება.... ის ნამდვილი მეგობარია! და არ იფიქროთ რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს! პირიქით! ვისაც ბევრი აქვს, იმას უფრო ენანება!
ს.ნ.2013.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "ფულის სათხოვნელად ფულიანთან არ მიხვიდე - არ მოგცემს, ფული გულიანს სთხოვე, არ ექნება, მაგრამ გიშოვის და თუ ვერ გიშოვის თანაგიგრძნობს მაინც"...:)) "ფულის სათხოვნელად ფულიანთან არ მიხვიდე - არ მოგცემს, ფული გულიანს სთხოვე, არ ექნება, მაგრამ გიშოვის და თუ ვერ გიშოვის თანაგიგრძნობს მაინც"...:))
11. კაია მარა მთლად მასეც არაა ეხლა :)) კაია მარა მთლად მასეც არაა ეხლა :))
10. ის ნამდვილი მეგობარია! და არ იფიქროთ რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს! პირიქით! ვისაც ბევრი აქვს, იმას უფრო ენანება!
აგი ახალი ამბავი არაა, ანეგდოტი გამახსენდა "საქუულ გძინამს? -არა, ტო რა გინდა? - თუმანი მასესხე რააა. -მძინამს, მძინამს!
ის ნამდვილი მეგობარია! და არ იფიქროთ რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს! პირიქით! ვისაც ბევრი აქვს, იმას უფრო ენანება!
აგი ახალი ამბავი არაა, ანეგდოტი გამახსენდა "საქუულ გძინამს? -არა, ტო რა გინდა? - თუმანი მასესხე რააა. -მძინამს, მძინამს!
9. სულ რატო მომწონს აქ კითხვა სულ რატო მომწონს აქ კითხვა
8. მე4 კომენტარზე კი ვიცინე..ყოჩაღ ბენ-ჰური.:D:D:DD:ამხანაგები არა?ხო ასე ხდება ასე:)თAვიდან მეგობრები,მერე ამხანაგები:D:D:D:ანუ ოფიციალურად ხელი რომ უნდა ჩამოართვა,და ბატონობით მიმართო:D:DD:გულში კიდევ(ტუუუუუუუუუუ) :D:D:D:DD: მე4 კომენტარზე კი ვიცინე..ყოჩაღ ბენ-ჰური.:D:D:DD:ამხანაგები არა?ხო ასე ხდება ასე:)თAვიდან მეგობრები,მერე ამხანაგები:D:D:D:ანუ ოფიციალურად ხელი რომ უნდა ჩამოართვა,და ბატონობით მიმართო:D:DD:გულში კიდევ(ტუუუუუუუუუუ) :D:D:D:DD:
7. :)))))))))))))))) :))))))))))))))))
6. ახლა ვნახე, იუმორისტულში ყოფილა. მე ცოტა დამაკლდა ატირებას. ახლა ვნახე, იუმორისტულში ყოფილა. მე ცოტა დამაკლდა ატირებას.
5. ხდება. სამწუხაროდ. ) ხდება. სამწუხაროდ. )
4. და მეგობრები გადაიქცნენ ამხანაგებად... :) და მეგობრები გადაიქცნენ ამხანაგებად... :)
3. ნამდვილად!ბევრს გავუწოდე ხელი,როცა უჭირდათ.მე რომ დაჭირდა,არავის გავხსენებივარ.ეხლა აღAრც მე მახსოვდ ვინმე.თU რამე მაქვს და ჩემი შვილისთვის,მას კი ძალინ ბევრი სჭირდება:)!!! ის ნამდვილი მეგობარია! და არ იფიქროთ რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს! პირიქით! ვისაც ბევრი აქვს, იმას უფრო ენანება! პ.ს.ფულთან ერთად ადამიანობაც არ გააჩნიათ სამწუხაროდ::::::::::( 5+++და ათAსი ისარი არტესაგან(მერე არ დამაბრალო,ჰქონდა და ვერ ან არ გაიმეტაო:)) ნამდვილად!ბევრს გავუწოდე ხელი,როცა უჭირდათ.მე რომ დაჭირდა,არავის გავხსენებივარ.ეხლა აღAრც მე მახსოვდ ვინმე.თU რამე მაქვს და ჩემი შვილისთვის,მას კი ძალინ ბევრი სჭირდება:)!!! ის ნამდვილი მეგობარია! და არ იფიქროთ რომ მას ყველაზე მეტი ფული აქვს! პირიქით! ვისაც ბევრი აქვს, იმას უფრო ენანება! პ.ს.ფულთან ერთად ადამიანობაც არ გააჩნიათ სამწუხაროდ::::::::::( 5+++და ათAსი ისარი არტესაგან(მერე არ დამაბრალო,ჰქონდა და ვერ ან არ გაიმეტაო:))
2. და თავად ხელგაშლილი და უხვი ბრძანდებით, სერჟ??? ... ვეჭვობ, ვეჭვობ :))))))) და თავად ხელგაშლილი და უხვი ბრძანდებით, სერჟ??? ... ვეჭვობ, ვეჭვობ :)))))))
1. მწარე რეალობაა...იუმორისტულში ვერა და ისე საინტერესო იყო:( მწარე რეალობაა...იუმორისტულში ვერა და ისე საინტერესო იყო:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|