ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2013


რამდენიმე მინიატურა

 
ბრძენი მოხუცი-
გაცვეთილი, მაინც
ძვირფასი წიგნი.
  ...
გარდაცვალება.-
სულის გამოხსნა
ხორცის საკნიდან.
  ...
ხან სიძულვილი
სიყვარულზე მეტად
კაშკაშებს.
  ...
ფუყე თავთავთა
ხშირმა ჩრდილმა
დააჭკნო სავსე.
    ...
 
ცას დაუდევრად
აწეწვია ღრუბლის
ჭაღარა და ცალი თვალით
უღიმის მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები