ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2013


ბავშვური ლექსი ტატოს

ნუ ათენებ ღამეს ტატო, ნუ ათენებ.
დაიძინე. მე ხომ მაინც მოვალ შენთან
მოვალ, როგორც ლურჯი ცოლი
და საწოლთან დაგიჯდები.
ვიდრე ვწევარ მე შენს სისხლში
შენ-საწოლში. არაფრისა გეშინოდეს.
ვარსკვლავების შუქზე ლექსი არ იკითხო.
რიტუალს გავს,
ძილს დაგიფრთხობს.
ღამე არის ჩვენი სახლი.
დუმილის და ლოცვისათვის:
მე და შენი ერთად ყოფნა
ჯვარს რომ ჰგავდეს.
დაიძინე.
დაისიზმრე მხოლოდ ზღვები
და სილურჯე
რაც გაცოცხლებს ამ წუთამდე.
მე კი ამ დროს ზღვის შრიალსაც გავიგონებ
ამ სიზმრიდან გადმოხვეწილს.
აყვავილდეს სიმშვიდეში ყველა კვირტი
ფიქრის ყვავილს ქარმა თავი მიანებოს.
და დუმილის სასახლეში-
ღამის ნისლში
შენ გერგება შენი სიტყვა
რომ განთიადს შეეგებო.
მე ამ სიტყვებს დავიფარავ სიკვდილამდე
შენს სიმშვიდეს დავიფარავ
სიზმრებსა და თეთრ, უსუნო
ფიქრის ყვავილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს