ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2013


  ჩამოტვირთვა

მიყვარხარ

სახეზე ღიმილი თამაშობს
თვალებზე შეგარჩენ მზის სხივებს,
სურვილებს მიჯნაზე დავახრჩობ
და შენთვის ზეციდან ვიწვიმებ.
ოთახის სიჩუმით დაღლილი
გიპოვი ქუჩების ხმაურში,
სევდისფერ სახეზე შეხებით
თითების სითბოთი აგიხსნი.
აგიხსნი სიყვარულს უსიტყვოდ
მიყვარხარ დილიდან ღამემდე
წარსულის უშენო დღეები,
ვიღაცას ხურდებად მივყიდე.
გაჩუქებ სიცოცხლეს ბოლომდე
წამიდან-წამებზე გადათვლილს,
გაჩუქებ ამ გულის ფეთქვასაც
ფიქრებსაც სულ შენით გადაღლილს.
მოვირჩენ უშენო ტკივილებს
დარდიან იმედებს დავამსხვრევ
თავიდან გიპოვი ყოველთვის
სიშორე ვერაფერს დამაკლებს.
შენს გრძნობას და სიტყვებს მოვიხდენ,
სულს და გულს სულ შენით მოვნათლავ,
მომავალს სხვა მზერით შევხედავ
სიყვარულგამჯდარი რომ დამაქვს.
ოთახში კვლავ ფიქრი მაკავებს,
დრო გადის წამად და წუთებად
შენს სუნთქვას ვუსმენ და ვრწმუნდები
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...

                                                        თეო ჯალაღონია
                                                                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები