ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2013


საყვედური (მეუღლეს)



დავით,ახლა კი იცი,ჩვენთან გაზაფხულია,
იცი!მიწა სველია,იქნებ ფეხი ამიცდეს!
დავით,იცი რამდენი?სულ თექვსმეტი წელია
ვწმინდავ შენი ფეხსაცმლის–ჩემთან მოსულ ნაბიჯებს.
შენც კი უწყი, კი რომ ხარ,ძუნწი სიტყვის პარტონი
კიდევ,ერთი ქალის და სამი შვილის მეუფე,
მაგრამ იქნებ იღონო,ძალა მოიკრიფო და
შენს ტლიკინა მეუღლეს,ცოტა გაესაუბრე.
იმაზე,რომ ძნელია,გერქვას კაცი,ან მამა,
რომ დაღლილი მოდიხარ,
რომ ან გშია,ან გცივა!

–იცი?ახლა ქარია,შენ გძინავს და მოვდივარ,
გულთან უნდა დაგიწვე ფეხი რომ არ ამიცდეს!

გარეთ გაზაფხულია...ჰოდა მიწა–სველია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები