ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2013


* * * ( ლექსების გამოფენა 2013)

დამიუთოვა დედამ პერანგი,
კრახმალ–ლილიან წყალში გაავლო,
თეთრი თოვლის სურნელი ქროდა,
როცა ვიქნევდი ფრთებივით მკლავებს,
თოთო  ტანზე მეყარა ხორკლი
და ხორცის  შიგნით ვატარებდი
ალისფერი ატლასის სარჩულს.
დამიუთოვა  დედამ პერანგი,
თავს ევლებოდა ყველა ნაწიბურს,
და მარგალიტის ბისერებით შემიბნია
ნაზამთრალი ბუდე, გულისპირი,
შიგ მოაქცია მიტოვებული ჩემი ბავშვობა,
ისე გაათბო,მოეფერა და უერთგულა...
დამიუთოვა დედამ პერანგი,
კრახმალ–ლილიან წყალში გაავლო,
ცხელი ცრემლებით დანამა და...
დედა მოგიკვდაო, გენაცვალე!
გაუცვდაო შენს თეთრ პერანგს
გატკეცილი იმედის ფრთები?!
შეელახაო მარგალიტის ბისერებს ფერი?!
მამას არ ვეტყვიო, თუ დაფლითე
ალისფერი ატლასის სარჩულიო, დედა!
მამა ცოდოა,გული ეტკინებაო,
ჩემო ერთადერთო და ნალოლიავებო შვილოო,
დედა!
დამიუთვა დედამ პერანგი,
კრახმალ–ლილიან წყალში გაავლო,
ისე მტკიცეა, ისეთი წმინდა,
ქათქათა თოვლის სურნელით დაქრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები