| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 21 მაისი, 2013 |
ერთი საათის წინ რადიოში გამოაცხადეს, შავ ზღვას ქარიშხალი უახლოვდება და საშინელი შტორმი იქნებაო.... პირველად ჩემი, მამაპაპისეული, ზღვისპირა სახლი გამახსენდა,დამენანა,არ მინდა წაიქცეს. მერე მეზობელი, მარტოხელა მართა. ასეთ დროს ბევრჯერ დატბორილა ჩვენი სახლი და სარდაფი.საათობით ვხაპავდით წყალს სამზადიდან და გარეთ ვასხამდით, ის კი ისე მიედინებოდა ,იფიქრებდი ისევ უკან იბრუნებსო ზღვა.როცა ჩვენსას ოდნავ დავწრეტდით,მერე მართას წავაშველებდით ხელს. გახარებული თვითონაც დატრიალდებოდა ,თუმცა მეტ დროს სამზარეულოში გაატარებდა და ბოლოს ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს მოგვისწრებდა ხოლმე,თანაც გვლოცავდა.ამ დალოცვის ხათრით სხვაც ბევრი საქმე გაგვიკეთებია მართას დასახმარებლად..მე და ნოდიკო ერთი კბილა ვიყავით და ვიდრე ცოცხალი იყო,მართას ეზოში ბევრ დროს ვატარებდი . მერე ,როცა ნოდიკო ომმა იმსხვერპლა და მართამ დიდი წვალებით გაიჩინა შვილის საფლავი, გადასვლას მოვუკელით და თანდათან დავივიწყეთ მართას ხაჭაპურების გემო. ღობის გამყოფზე საზიარო ბალი გვედგა,ისინი იქედან კრეფდნენ,ჩვენ აქედან ,თუმცა დამწიფებას კი არა შეთვალებას არ ვაცდიდით ბავშვები,ისე ვჭამდით მკვახე ხილს. ჩვენი მხრიდან რომ ჩამოიცლებოდა,სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა მართა დამკრახული ბლით სავსე თასით,მოგვიკითხავდა...ეს ბალი თქვენიცააო. შარშან ვნახე, ჩვენი ბლის ხე წაქცეულა, წყალს ძირი გამოურეცხია და გამხმარა. ....ახლა კი...შტორმი იქნებაო.ალბათ ,მართა მარტო ებრძვის სტიქიას...არადა ძალიან დაუძლურებულია,თუმცა იქაურობის დატოვება არც უფიქრია ნოდიკოს საფლავს ვერ დატოვებს...ვერც ზღვას....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვერ დატოვებს ... :(( ვერ დატოვებს ... :((
6. ახლა კი...შტორმი იქნებაო.ალბათ ,მართა მარტო ებრძვის სტიქიას...არადა ძალიან დაუძლურებულია,თუმცა იქაურობის დატოვება არც უფიქრია ნოდიკოს საფლავს ვერ დატოვებს...ვერც ზღვას....
კარგად გადმოსცემ განდებს! ახლა კი...შტორმი იქნებაო.ალბათ ,მართა მარტო ებრძვის სტიქიას...არადა ძალიან დაუძლურებულია,თუმცა იქაურობის დატოვება არც უფიქრია ნოდიკოს საფლავს ვერ დატოვებს...ვერც ზღვას....
კარგად გადმოსცემ განდებს!
5. ;)) ასე მარ:* ;)) ასე მარ:*
4. მადლობა დავით. მიხარია,პირველი რომ ხარ:) მადლობა დავით. მიხარია,პირველი რომ ხარ:)
3. დედა ვერ დატოვებს შვილს... ვერც ზღვას... :( +++++ დედა ვერ დატოვებს შვილს... ვერც ზღვას... :( +++++
2. დამასევდიანა :/ ჩამაფიქრა კერაზე და საყვარელ საფლავებზე. დამასევდიანა :/ ჩამაფიქრა კერაზე და საყვარელ საფლავებზე.
1. ეს ჩემი, პირველი კომენტარი....
ახლა წავიკითხავ :D:D:D :* ეს ჩემი, პირველი კომენტარი....
ახლა წავიკითხავ :D:D:D :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|