ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2013


აცალე კაია ( ასი სიტყვა)

             
- უჰ, ცივა... მაკანკალებს...
- სველი ხარ მთლად, თან დასვრილი ხარ, ისევ იჩხუბე? მოვიდეს მამაშენი, ყველაფერი ვუთხრა.
- მამამ, თუ საჭიროა უნდა იჩხუბოო...
- შენი ჭკუისაა იგიც... 
- ერთმა დედაზე შეიგინა.
- ვინ?
- ერთმა რა...
- შენ შეგაგინა!
- არა, სკოლის შემდეგ ფეხბურთს ვთამაშობდით და გოლი რომ გავუტანე,  ჩემი დედაო...  ნუ იგინები, დედაშენი ყოველთვის გიყურებს-მეთქი.  შენ ხო თქვი დედა ცაშია და ყოველთვის გიყურებსო...
- იმ ერთის  დედას რამე დაემართა? 
- არა, მაგრამ მე თუ დედა ცაში მყავს და სულ მიყურებს, იმას თუ სახლში ყავს იმასაც ხო უყურებს.
- კი ასეა.
- ბებო, მშია!
- წვნიანს გიცხელებ! გამოიცვალე!  ასე სველს არ შეგცივდა?
- ხო ვთქვი ქალო მაკანკალებდა-მეთქი...
- ...
- უჰ, რა ცხელია...
- აცალე ცოტა გაცივება...
- აცალე კაია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები