ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2013


არ დამღლის მე შენი ლოდინი...

წარსულის დღეების გადაღმა რამდენი სითბო და ტანჯვაა,

გრძნობებით აღსავსე მოვედი და მაინც ყოველთვის აქა ვარ.

არ დამღლის მე შენი ლოდინი, ოღონდაც ღიმილი მაკმარე

და მაინც ყოველთვის მიყვარხარ, და მაინც ყოველთვის გაწვალებ

ისე რომ სითბოსაც არ გაკლებ, სიბრაზეს ვეჩვევი თანდათან,

ლოგიკურ დასასრულს მოველი, ვიცი, რომ ერთხელაც სულ წახვალ.

წახვალ და დატოვებ ტკივილებს, გამიხდი ცხოვრებას არაფრად

მიყვარხარ არ ვიცი სანამდე, ცის იქით, უფრო შორს პატარავ.

არ დამღლის მე შენი ლოდინი, ოღონდაც ღიმილი მაკმარე.

დღეს ასე მარტივად ვერ გთმობ და თავს უფრო ძლიერად მაყვარებ.



                                                                                                          თეო ჯალაღონია
                                                                                                                  13.04/2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები