ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2013


ჩემი ბოშა

    ის ულამაზესი გოგო იყო...ჩემთვის ლამაზიც და სასურველიც.გარეგნობით  ვერ გაარჩევდი ,ბოშა რომ იყო.
უფრო სლავური გარეგნობა ჰქონდა.ძნელი იყო,დაგედგინა,ვისი სისხლი ჰქონდა,თუმცა მისი გენეალოგია არ მაინტერესებდა,უამისოდაც ულამაზესი იყო.ალბათ თექვსმეტი  ან ჩვიდმეტი  წლის. ყოველდღე,როცა ლექციიდან ვბრუნდებოდი,ქუჩაში მხვდებოდა ,დედამისთან ერთად. ხან რას და ხან რას ყიდდა.როგორც კი დამინახავდა,ჯერ
თვალებს შემომაფეთებდა  და მერე დაირცხვენდა.მის ლამაზ თვალებს და გამოხედვას ისე ვნატრობდი ხოლმე,
სამი თვე ერთი და იგივე გზას ვტკეპნიდი,რომ დანახვა შემძლებოდა...
ყველა ბოშა ერთნაირიაო,ჩემი მეგობარი ზურა ამბობდა,მათხოვრობენ და ვაჭრობენ,ვინ იცის რამდენი ხნის დაუბანლები არიანო...გული მტკიოდა,  ამას რომ ვისმენდი.არ მინდოდა ასეთი ყოფილიყო...არა ,ის მართლაც არ იყო ასეთი.
        დილითაც გავივლიდი ხოლმე ბაზრის მხარეს,მაგრამ  არ იდგნენ ....საღამოობით კი ხან
სად ვნახავდი და ხან სად...დავწრიალებდი  და ვცდილობდი,  მისი თვალები შემომფეთებოდა...აშკარად ვატყობდი
,რომ მოვწონდი...მე?  მე სიგიჟემდე მინდოდა  მასთან ყოფნა.რაღაც წარმოუდგენელ ვნებას აფრქვევდა და
მაგიჟებდა მისი გამოხედვა და კონტროლს მაკარგვინებდა.სწორედ მისი ველური თვისებები  მაცოფებდა.რაღაც  არაჩვეულებრივის მოლოდინში  ვცხოვრობდი.
  ქუჩაში, გვერდით ხშირად პატარა შავტუხა ბიჭი დაყვებოდა ხოლმე.ერთხელაც ,ბავშვი დავიმარტოხელე და ალინას ამბავი ვკითხე
----ფულს თუ მომცემ , გეტყვიო---ჩაიცინა ეშმაკურად.    ფული ,რაც მქონდა ,ყველა მივეცი.
ალინა მისი და გამოდგა,მამა არ ყავდათ,დედა კი მეორედ იყო გათხოვილი.მამინაცვალი სულ მთვრალი მიდიოდა სახლში და დედას და ალინას  ცემდა    თურმე .
---შენც გცემს მეთქი?
---არა,მე კაცი ვარო----აამაყად მიპასუხა.არ მესმოდა,ეს თუ რამეს საპატიებლად გამოდგებოდა.

  ყოველდღე ამ მოლოდინმა რომ დამღალა,  ალინა  დავიმარტოხელე და კინოში დავპატიჟე,არ მეგონა,თუ  მოვიდოდა,
მაგრამ მოვიდა.ლამაზად ჩაცმული და დაბანილი...სუნამო ესხა და თავბრუს უფრო მეტად მახვევდა.ფილმის
დამთავრებამდე შევუთანხმდი,ერთი კვირის მერე ჩემთან ერთად სოფელში წამოსულიყო...პასუხი არ გაუცია...
მესამე დღეს როცა ვნახე,ელდა მეცა....ნაცემი იყო და მთლად ჩალურჯებოდა თვალი და მკლავი.შენი ნაჩუქარი
„ციყვი“რომ მივიტანე, ამაზე მცემეს დედამაც და მისმა ქმარმაცო. არ  ვიცოდი,რა მეთქვა,თავზე გადავუსვი
ხელი და მოვეფერე...შეშინებული ნუკრივით დამფრთხალი თვალით მიყურებდა.ბევრი არ მიფიქრია,
მეორე საღამოსთვის ზურას მანქანა გამოვართვი და ალინა  სოფელში წავიყვანე ბებიასთან....
      საბედისწერო შეცდომას ვუშვებდი,ზუსტად ვიცოდი,მაგრამ ყველაფერი ჩემ გონებაზე მაღლა იდგა...საღამო
იყო,მანქანაში ჩავსხედით და სოფლისაკენ  გავწიეთ...ზღვას როგორც კიმივუახლოვდით,  მაშინვე გახალისდა, 
ვიბანაოთო.  უარს როგორ ვეტყოდი.მანქანიდან  გადმოვედით და სანაპიროზე დავსხედით. (მე მაინც მუხლები მიკანკალებდა და დიდხანს  ფეხზე ვერც გავძლებდი .)  გვერდით  მომიჯდა .როგორც კი მხარზე მისი ცხელი 
შეხება ვიგრძენი,თავი დავკარგე .კოცნა დავუწყე.ვკოცნიდი თავდავიწყებით და მინდოდა არასოდეს
დამთავრებულიყო ეს წუთები.ვუკოცნიდი სახეს,თვალებს,თითებს..მერე ...მერე  ტანსაცმელს  ვხდიდი
დიდხანს...კაბა მართლაც რამდენიმე ეცვა,მსმენოდა და არ მჯეროდა.რამდენიმე კაბა ეცვა...ნელა ვხდიდი
და ნეტარებისგან გული ამოვარდნაზე მქონდა...პატარა,ლამაზი მკერდი გამოუჩნდა,შავი კერტები,მუცელი
გლუვი და პრიალა,ულამაზესი სხეული ქონდა...ვნებისგან ვერც თვითონ იღებდა ხმას....მერე ერთმანეთს
ვეფერებოდით დიდხანს...უცებ ალინა ვეზუვივით აფეთქდა,ზღვის ტალღასავით აზვირთდა და ვნების
ცეცხლში გამხვია...ისეთი გრძნობა მაჩუქა,მხოლოდ ბოშასთან რომ გამოცდი კაცი.ზღვამ ჯებირი გადმოლახა
და ყველაფერი წალეკა....
რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად.როცა აზროვნება დამიბრუნდა,მივხვდი,არ ვიყავი
მისთვის პირველი მამაკაცი,თუმცა გაგიჟებით მინდოდა ვყოფილიყავი უკანასკნელი
----ალინა,უკვე ჩემი ცოლი ხარ---ვუთხარი
---ქორწილის გარეშე ცოლობა არ გამიგია---გაუკვირდა
----ის რაც ჩვენ შორის მოხდა,უკვე გვაერთიანებს და ცოლ-ქმარი ვართ--მეც არ მჯერა რასაც ვეუბნები
---მოდი ,სახლში წავიდეთ---სრულიად მოულოდნელად მოიწყინა...
----ზღვის ჩასვლას ვუყუროთ და წავიდეთ---გადავდე მე .ვეცადე გამეხანგრძლივებინა  ერთად ყოფნის  წუთები.
  უკან დავბრუნდით....მანქანა გამაჩერებინა და  გამექცა.სახლამდე მიგაცილებ-მეთქი და იუარა.ისე წავიდა, არც კი დამემშვიდობა,მაგრამ დამიტოვა ჩემი სხეულის ყველა უჯრედი სიყვარულით ავსებული .გრძნობა მანამდე არგანცდილი,სრულიად უცხო,ეგზოტიკური და მშვენიერი...
სახლისაკენ მიმავალმა და  აღელვებულმა საჭე ვერ დავიმორჩილე , ტროტუარზე ავვარდი  და  ბოძს  დავეჯახე ...სამი თვე საავადმყოფოში გავატარე...დრო ბევრი მქონდა.ბევრჯერ მიფიქრია ალინაზე და გული სიყვარულით მევსებოდა ხოლმე....ველოდებოდი იმ დროს ,როცა გამოჯანმრთელებული მასთან მივიდოდი და თვალებში ჩავხედავდი...
    სამი  თვის მერე  პირველად გამოვედი ქალაქში და  ალინას გამწარებით დავუწყე ძებნა...
ნაცნობ ადგილებში ვეძებდი...ბოლოს  მისი ძმა ვნახე და მაშინვე ამბავი ვკითხე.
---ალინა მოკდა,დაიხრჩო----ისე მითხრა,როგორც ამბობენ ხოლმე,ტანსაცმელი სველია და მცივაო...
ზუსტად ასე  გამაკანკალა მეც...მერე  თვალებში  დამიბნელდა, კარგად  ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.  ის გაიქცა.
როგორც შემეძლო, დავედევნე  , გაქცეული მოვაბრუნე  და მაინც გამოვკითხე:
---დედამ და ქმარმა ცემა,ორსული იყო,ქმარი არ ყავდა და ორსული იყო,ბავშვი საიდან,არავინ იცოდა...წავიდა და
რიონში დაიხრჩო----ლაპარაკობდა მოზარდი , ენას არ აჩერებდა და გულისტკივილით ყვებოდა ჩემი ალინას
ამბავს...ბიჭს  ფული ვაჩუქე და სასწრაფოდ გავშორდი იქაურობას...
*******
    გულდამწვარი  მივდიოდი ქუჩაში და ვტიროდი...თეთრ ხიდთან  ჩავიარე,მოაჯირიდან გადავიხედე,
რიონი ადიდებულიყო  და განსაკუთრებულად ღრიალებდა...წუთით შევჩერდი ,  ყველაფერი გავიაზრე,
  ის ჩემზე ძლიერი იყო და სულ მეყვარებოდა მეთქი,    მხოლოდ ეს გავიფიქრე  და მხრებჩამოყრილი
    წავლასლასდი სახლისაკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები