ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2013


  ჩამოტვირთვა

* * * (დღე იყო რუხი...)

დღე იყო რუხი და წვიმებმა ახადეს,
ამინდებს სითბო და მზიანი განწყობა.
ზეცაზე ღრუბლებად დაორთქლილ ნახატებს,
უფალი შლიდა და ხელახლა აწყობდა.

ამოჭრეს სიტყვები გრძნობების ლენტიდან,
და ასე უთქმელად ბარდნიდა წუხელი.
არ გქონდა წუხილი ლექსებზე მეტი და
ლექსებზე ნაკლები არ გქონდა წუხილი.

ურევდა ნიავი ხის ფოთლებს კარტივით.
და როცა საღამო ყველაფერს ართულებს
მარტივით - რაც იყო აქამდე მარტივი,
ვითვლიდი მე შენი თვალების სართულებს.

და მერე ვსინჯავდით მანძილს და ნიადაგს,
არ ვგავდით არც ერთი მთქმელსა და გამგონეს.
მოჰგავდა ცხოვრება რაღაცით ლიანდაგს,
წრეზე რომ ატარებს გადაბმულ ვაგონებს.

და ასე წვიმდა და ბარდნიდა წუხელი,
ათოვდა მიწას და ხის ტოტებს შეუხრელს.
მე კაცი, რომელსაც დაადგეს უღელი.
შენ ქალი, რომელსაც გიწოდე მეუღლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები