ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2013


სიტყვები. ჯონათანს

ყველა სიტყვა, რაც აქამდე მაცოცხლებდა- უკვე ითქვა.
ახლა დიდი სიჩუმე მოდის.
ეს იქნება ჩემი ცივი სამყოფელი.
ამ სიბნელისთვის ვერასდროს გაგწირავ.

ხეების შრიალს გამოაყოლე შენი დუმილი.
მოვა ჩემამდე. და სევდის სიმშვიდეს ვიგრძნობ კი არა,
დავინახავ. ჩემს თვალწინ როგორ აყვავდება ძველი სურათი.
რომ შენს გულში ზღვა ღელავს და ფიქრი ყვავილობს.

მე ისევ აქ ვარ, სადაც ყოველთვის გეგულებოდი.
მხოლოდ მკვდრები, მხოლოდ ბრმები თუ დაინახავენ:
ორი სული გადაუფრენს ამაღამ ქალაქს, ზღვას, ხეობებს-
უსასრულო სივრცეებისკენ...
აქ კი, მიწაზე...ერთი მარტოკაცი, ერთიც მარტოხე
თვალს დაიღლიან ერთმანეთის უნახავობით..
დილისკენ კი ჩაეფლობიან ძლივსმოხელთებულ,
ნანატრ სიზმრებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები