ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2013


მე ქართველი

მე ქართველი იმიტომ ვარ,
რომ სიმღერით დავიბადე,
ლაღიძემ და გონაშვილმა,
მომიქარგეს სულის ბადე,

სუხიშვილმა თავის ცეკვით
სისხლი მომცა ცეცხლს ფერი
ჭავჭავაძემ შემაყვარა,
სიმართლე და ციცქნა ერი

რუსთაველმა დამანახა,
გმირობის და ძმობის ძალა,
ნიკალამ კი მომიხატა,
ჩემი თვალის ნარიყალა

წერეთელმა დამიბარა:
ქართველობა არის მადლი!
იაკობმა შემასწავლა
"აი ია" ქვეყნის თვალი

დავითმა კი სიბრძნე მომცა,
აზროვნება "გულის გონით",
მტერი უნდა მოვაქციოთ,
სიყვარულით , არა ღონით.

სალუქვაძემ გამიმხილა
ჩვენი ანბანთ საიდუმლო
იოანემ...სულხან საბამ...
"ესე ენა არს  საუფლო"

ექვთიმემ კი ღვთის კაცობით,
მე შემაცნო  ღირებული
ოქრო, ვერცხლი საცდურია,
ღირსებაა ჩვენებური.

ვერცხლი მხოლოდ მეტალია,
კაცი ფასობს ოქროპირით,
ფული მხოლოდ ქაღალდია,
სიმართლე ჭრის ხმლისა პირით.


გალაქტიონს ლექსის მამას
შეედრება ვინმე რაში?
ტატომ თვისი ხელით მომცა,
შეკაზმული თეთრი რაში.

მითხრა:  მიდი გააჭენე,
მე რაც მაშინ არ დამცალდა
ეს მერანი  ნიშანის მისცემს
შეიკვრება ერის ძალა


მიდი გასწი, ნუღა უცდი
გააქროლე ქვეყნის თავზე,
საქართველო გაიღვიძებს
გაიმარჯვებს ყოველ ავზე.


კავკასოინს აზანზარებს,
იწყვეტს ჯაჭვსა ამირანიც,
ნიკოფსია ჩვენ გვიყურებს
კლარჯეთი და დარუბანდიც.







 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები