ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2013


წმინდა ნინოს

ხეთაგან კეთილთა, ნაყოფო კეთილო,
სულისა წმინდისა ჭურჭელო ზიარო,
ღვთისმშობლის კურთხევით ჩვენთვის მოვლენილო,
მოხველ და ქართველნი ქრისტეს გვაზიარე.

წარმართთა სიბნელის სინათლით მძლეველო,
მეტოქევ არმაზის, გაცის და გაიმის,
მართლმადიდებლობის აკვნის მარწეველო,
შენს მერე მრავალი დრო-ჟამი გაივლის,

მრავალჯერ გამოსცდის "მირიანს" განგება,
ბევრჯერ წაერთმევა სინათლე თვალისა,
მაგრამ დაცემული ყოველთვის აღდგება,
სანამდე მფარველად ჰყავს ჯვარი ვაზისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები