ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

ჟიზელ

ჟასმინის სუნში შეერია ფიქრები ჟიზელ,
იცი ამ ღამით აბიჯებდი სიზმრის ჰორიზონტს,
ზამთარი არის და ფიფქებში ჩატეულს გიმზერ,
ერთი სიზმარიც და დუმილი ნიღაბს მოიძრობს.

ლანდივით დამსდევს შენზე ფიქრი და უფრო მეტად
ეგ ღრმა თვალები, უსასრულო, როგორც შენ ახლა.
ნიღაბი გფარავს, რომლის უკან სამყაროს კეტავ,
ელი “ვინ–მეს” და იწყებ მისთვის გულის შენახვას.

ბუნდოვანია ყველაფერი უშენოდ ჟიზელ,
ზამთარი არის და ფიფქებში ჩატეულს გიმზერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები