ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
6 ივნისი, 2013


ქეთოს ნამცხვარი


  პირველი კურსი ისე გავიდა,ერთმანეთს მხოლოდ ვზვერავდით,დამეგობრება და დაახლოება უფრო მეორე კურსიდან დაიწყო...დაიწყო და დღემდე გრძელდება.
  ერთხელაც,უკვე მეორეზე რომ ვართ,გოგონები დიასახლისობით და კულინარიის უნარით
ვიწონებთ თავს.აღმოჩნდა,რომ  ყველაზე გულუბრყვილო და დაბნეულ გოგონას,თმახუჭუჭა  ქეთოს,
არაჩვეულებრივი ნამცხვრების გაკეთება შეეძლო.ერთმანეთს ურწმუნოდ  და უიმედოდ გადავხედეთ, 
ტკბილეულის მოყვარულებმა....
---თუ არ გჯერათ,ამ კვირას პახოდში*  რომ წავალთ,რამეს წამოვიღებო---დაგვარწმუნა ქეთუსიმ.

********



კვირას დილით,9 საათზე ბორჯომის ვაგზალზე ვიკრიბებით და სრულიად არ  გვაქვს გადაწყვეტილი,სად წავალთ.ამაზე მთავარი „პახოდისტი“,სამჯერ თრიალეთის ქედზე დაკარგული და სამივეჯერ  ღმერთის წყალობით გადარჩენილი გოჩა** არის  პასუხისმგებელი.
ჯინსები,ბოტასები და კეპები უკვე ისედაც გმოგვარჩევს სხვა მგზავრებისგან.მთავარი ენთუზიასტი- ინიციატორი სადაც წავა,იქით წავალთ,  მთავარია „ბოდიალა“ბატონები, რომელიც  შეგვეყარა,  დავიცხროთ.

  უცებ ვხედავთ ქეთო მოდის,  ქუსლებიანი ფეხსაცმელებით , საგანგებოდ გამოწყობილი და ხელში  მუყაოს ყუთი უჭირავს,ესთეტიურად შეფუთული .ზემოდან გამჭვირვალე ცელოფანი აქვს გადაფარებული და ოთხი ნომერი კოჭის ძაფით შეკრული.  გამჭვირვალე ტყუილად არ მიხსენებია.ყუთში გარკვევით  ჩანს ულამაზესი და სავარაუდოდ უგემრიელესი „ტარტალეტკები.“ფაფუკი კრემით და შინდის ჯემით.(სიტყვაზე ვენდობით).
    მატარებელში დავხედით და მივდივართ.გოგონები ცნობისმოყვარეობას ვჯობნით და „გულგრილად“ ვაკვირდებით ნამცხვარს,მაგრამ გოჩამ  ვერ მოითმინა და ქეთოს ახლოს მოთავსებულ ყუთს მიადგა.თავი ფრთხილად გადახადა და ის იყო,
გაფშეკლი საჩვენებელი თითით კრემი უნდა აეტლიკა,ქეთომ დაუცაცხანა:
---კაით,რა ბიჭებო,მივალთ და ყველამ ერთად ვჭამოთ.
გოჩამ  ნერწყვი  გადაყლაპა და ცარიელა თითი გალოკა....
მატარებლიდან ჩავედით.აღმოჩნდა,რომ უფლისციხეში მივდივართ და ფეხით კიდევ შვიდიოდე კილომეტრი უნდა ვიაროთ.მივდივართ ამტვერებულ სოფლის გზაზე და ვხალისობთ.უცებ  მოხდა ის,რაც ყველაზე მეტად გვეწყინა.
ქეთოს ყუთზე შებმული ძაფი გაწყდა და გააზრებაც ვერ მოვასწარით,ნამცხვრები  მიწაზე,მტვერსა და სილაში  ჩაიყარა.
ეჰ,ჯერ დანანებით დავაშტერდით  ყველა,მერე კი თავაწყვეტილი სიცილი აგვივარდა,გადავაბიჯეთ და გზა გააგრძელეთ.
ანკი რა უნდა გვექნა.მხოლოდ გოჩამ  გაითავისუფლა სალოკი თითი ,დაიხარა და ოდნავ გადარჩენილი კრემი მიწიდან ალოკა.

უნამცხვროდაც მშვენივრად დავლიეთ და ვიხალისეთ.ალამბალამბალამ სიმღერებით
********


ქეთომ ახალ წელს სახლში დამპატიჟა.უარს არც ისე ვეტყოდი,მაგრამ როცა მითხრა,არაჩვეულებრივი „ შლიაპა“ ტორტი გამოვაცხეო,უფრო მეტად დავინტერესდი,
რადგან წინა მცდელობა  , მისი ნახელავი გამესინჯა,კრახით დამთავრდა.ჩემ დისშვილს
ხელი ჩავკიდე და პირველ იანვარს,თემქაზე ვესტუმრე.გაშალა სუფრა,მაგრამ რა გაშალა...აჩმაო,ხაჭაპურებიო,გოჭი თუ მწვადიო....მომერიდა მეთქვა,დღეს ჭამის თავი ვის აქვს,ტორტი მაჭამე მეთქი.ეგ ხომ თავისთავად იგულისხმებოდა.  არადა ტორტი გაუჭრელი ჰქონდა და მე მელოდებოდა...სუფრასთან მოიტანა  ულამაზესი ტორტი, ორსართულიანი და შუაში,როგორც შლიაპა,წითელი კრემით,  ბანტივით გაკრული...
    ჩემი დისშვილი მხოლოდ ოთხი წლის იყო,ჩემთან შეუჩვეველი.ჰოდა, მისვლიდან
ოც წუთში, რომ დაიწყო წავიდეთ, დედა მინდაო,ვერაფერი გავაწყე...ატირდა,ანერვიულდა,  მერე მუცელი აიტკია....რა  ვიცი,ყველაფერი მაშინ გაახსენდა,რაც კი რამე იცოდა.გული აერია და ხუთვა დაეწყო.რას ვიზამდი,ავდექი და წამოვიყვანე.კარებთან რომ მივედით,ქეთიმ ტორტი მაინც გეჭამაო,სიტყვა ჩამიკვეხა ,მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო და გაბრაზებული გამოვაბრძანე  ჩემი ბედოვლათი....მერე  სამი საათი ვიდექით და ტაქსს ვაჩერებდით.
---ამდენ ხანში ტორტს ხომ მაინც შევჭამდით მეთქი---ვუსაყვედურე ბავშვს,
----არ მინდოდაო---დიდივით მიპასუხა.



**********************


  მეგობარი ავად გაგვიხდა.გაურკვეველი ავადმყოფობის გამო თითქმის მთელი თვე გაატარა
მეცხრე საავადმყოფოში.ბიჭებს მოენახულებინათ და ამბავი მოგვიტანეს,  ბარდღუ*** 
საავადმყოფოშია და მნახველი,მიმკითხველი არავინ ყავსო.ექიმს რომ უთქვამს,ეს წამლები დღეში სამჯერ მიიღე, ჭამის მერეო,მას უკითხავს, მზესუმზირის მერე შეიძლებაო???---ყვებოდნენ ანეგდოტად მწარე სიმართლეს.  ამის გამო მე და ქეთომ გადავწყვიტეთ საავადმყოფოში მოგენახულებინა.კითხვაზე, რა მივუტანოთმეთქი ,ქეთომ გამომიცხადა:
---ნაყიდ ნუშის ნამცხვარს და პეჩენიებს არ ჯობია, „ტარტალეტკებს“ გავაკეთებ და მივუტანოთო?
გამეხარდა(ალბათ მიხვდით, რატომაც...)
    დათქმულ დროს  გამომეცხადა ლანგარზე დაწყობილი თხუთმეტიოდე, უმშვენიერესი
ნამცხვრით და საავადმყოფოს ეზოში შევაბიჯეთ. ბარდღუს ისეთი არაფერი აწუხებდა და
ეზოში ჩამოგვაკითხა .იქვე  დავსხედით სალაპარაკოდ.
  ნამცხვრები რომ დაგვინახა,ხელები გაასავსავა,მაგას მე პალატაში ვერ ავიტან და გამორიცხულია,ეგ ლანგარი აქეთიქით ვახრიგინოო.
(კი უნდა მივმხვდარიყავით,ასე რომ მოხდებოდა.რადგან სხვის ნამზადს არ ჭამდა და
ლაღიძეშიც არ დაგვყვებოდა,სუნს ვერ ვიტანო.მაგრამ არც მე და არც ქეთო დიდი სიბრძნით
არ გამოვირჩეოდით არც მაშინ და არც ახლა...)
----აბა ამას რა ვუყოთქო?
----შეჭამეთო.
პირველად კი ვიუარეთ,ჩვენი მოტანილი ჩვენვე როგორ შევჭამოთო,მაგრამ ბოლოს და ბოლოს რომ ვერაფერი გავაწყეთ,
სახლში ხომ არ წამოვიღებდით,შევუდექით „ლიკვიდაციას.“

ერთი,მეორე,მესამე...მადა ჭამაში მოდისო და...კი შემოგვეჭამა ყველა „ტარტალეტკა“
ბარდღუ ჯერ ღიმილით შემოგვეჩერებოდა,მაგრამ მერე მაინც წაგვამწარა ტკბილი ლუკმა:
----ერთი ცალი მაინც დაგეტოვებინათ.გავსინჯავდიო.
ავილეწეთ,მაგრამ რა ავილეწეთ...


მე რა....


მე სამი წლის სურვილი ავისრულე ერთად.

_________________________________

*პახოდი ---ლათინური სიტყვა ,  რუსულად მოგზაურობის აზრს ატარებს    და ჩვენ ფაკულტეტზე
                  „ბოდიალას“ ნიშნავდა.

**  გოჩა----ცნობილი რეჟისორის  გია ოვაშვილის დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ძმა

*** ბარდღუ----სუბიექტი,კოპწია იმერეთიდან.მირთმევდა მხოლოდ საკუთარი  ბებიის ნაფერები ბოჩოლისთვის წართმეული რძისგან დამზადებულ  ყველს , მაწონსა და ხაჭაპურს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები