უცნაურია არა? როცა უზარმაზარი სივრცე ფურცლისა გიყურებს, შენც მას უყურებ, მერე გტკივა რაღაც ან პირიქით და ტკივილისაგან უკვე გიხარია. Gგიხარია იმდენად, რომ ჩნდები სადღაც, შეიძლება ითქვას ცოტათი ბანალურ სივრცეში. სად? უბრალოდ სივრცეში , სადაც ქარის წისქილია და ბორბალი ტრიალებს, მასთან ერთად კი შენი ცხოვრებაც და როგორც პატარა ჭიაყელა გარდაიქმნება ხოლმე პეპელად, ხვდები რომ იგივე გემართება. მერე იქვე შაოსან კაცს შეამჩნევ, რომელსაც ბადე უჭირავს, მწერების საჭერი ბადე და უმაწყალოდ იქნევს თუ გიქნევს ვერ გაგიგია.
ისევ ტრიელებს ქარის წისქვილი და იაზრებ, რომ თურმე შენ ამუშავებ მის მექანიზმს, შაოსანიც უკან მოგსდევს და გარბიხარ.
--- ქარი რატომაა დიტო? --- არ ვიცი, ეტყობა... მივყავართ? ---არა, ჯერ არა. ის ტიპი არ გამოჩენილა. --- ვიზე ამბობ ტო?-- მერე თითქოს გადაივიწყაო და: -- გახსოვს 13-ის რომ გავხდით? --- ხო, მაშინაც უბერავდა წისქვილი... იქ სათიბზე ვნახე პირველად... --- ვინ ის შავი? --- შავი არა წითელი, ხი, ხი, ხი --- ვაააა --- ვა კი არა, 13-ის რომ გავხდით ვნახე ვიღაც ქალი და ასე მითხრა ვინც რა უნდა გითხრას არ დაუჯეროო. Mმერე მე მოვალ და... აი მერე რა მითხრა აღარ მახსოვს. --- მერე? --- მერე გაქრა და წისქვილიც დაიკარგა, ის ადგილიც სადაც ვიდექით. ერთი მახსოვს ასე თქვა ქარი აღარ იქნებაო. --- აბა გადავრჩენილვართ. ვახახახა სატელეფონო ზარიც იყო: ---13-ის გახდი? ხო, იცი ეგ თარსია და ფრთხილად, -- ჭკუა დაგარიგა და ჩაიხითხითა.
არ დაუჯერო, არ დაუჯერო -- წამოტივტივდა შენს თავში. *** შენ ისევ იმ წისქვილზე ხარ გაკრული და ამუშავებ, ატრიალებ. ნეტავი რას ფქვავ ამდენს? საკუთარ თავს? თუ იმ, პირველ ცამეტ წელიწადს და ცდილობ ყოველი ასეთი ზმანებისას ცამეტჯერ შემოატრიალო საკუთარი ძალით წისქვილის ბორბალი, რადგან ქარი აღარაა.
--- გახსოვს დიტო მეცამეტე გამოცდა მეცამეტე აუდიტორიაში? --- კი, ის ცამეტი, სულელური აკორდიც, გიტარაზე რომ ჩამოვკარით ერთად.
ეს, მეორე ცამეტ წელიწადში მოხდა. მესამე დეკადაში, როდესაც კვლავინდებურად შემოტრიალდა წისქვილის ბორბალი, ისევ თეთრებში გამოწყობილი ქალბატონი გამოჩნდა. აღარ ცეკვავდა, მაგრამ თვალებში გიყურებდა.
--- რატომ მიყურებთ ასეთი თვალებით?--ხმა არ ამოუღია, ადგილიდანაც არ დაძრულა. შენ ისევ განაგრძე: --- ეს, რომელი მეცამეტეა? -- დაფიქრდი და : -- ა, ხო გამახსენდა -- თავი ჩაღუნე ნაწყენმა.
*** --- დიტო 39-ის ვართ. --- მახსოვს. --- დროა, ისევ უნდა დავატრიალოთ წისქვილის ბორბალი... --- ქარი მაინც ამოვარდეს... --- ძალა გვეყოფა? --- არ ვიცი... --- ის ქალიც აღარ ჩანს ან შემდეგ წამეტ წელიწადში გამოჩნდება ან ... --- ან შაოსანი...?
--- დიტო 39-ის ვართ. --- მახსოვს. --- დავატრიალოთ? --- ძალა თუU გვეყო... --- უნდა გვეყოს...
--- წავოდაააააააააააააააააააა!!! ააააა --- და ეს გადარჩენას ნიშნავდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ქალბატონო თამარ პირად შეურაცხყოფად არც ვღებულობ. ვიღაცას მოწონს და ვიღაცას არა, მაგრამ თქვენგან ერთი გამიკვირდა ლიტ.გე-ზე იგივე ნაწერი საინტერესოდ მოგეჩევნათ , აქ კიდევ პირიქით გაუგებარი აღმოჩნდა , რა ვიცი აბა :O ქალბატონო თამარ პირად შეურაცხყოფად არც ვღებულობ. ვიღაცას მოწონს და ვიღაცას არა, მაგრამ თქვენგან ერთი გამიკვირდა ლიტ.გე-ზე იგივე ნაწერი საინტერესოდ მოგეჩევნათ , აქ კიდევ პირიქით გაუგებარი აღმოჩნდა , რა ვიცი აბა :O
9. ღმერთო ჩემო ეს ხალხი ისეთ თავდაჯერებულ კომენტარებს აკეთებს ............ აი აზრს ვეღარც ვაბოლოებ შეურაცხყოფაში რომა რ გადამეზრდოს და თან საკვირველია პირდაპირ, ძალიან საკვირველი... ,,ჩემი აზრით" მაინც მოაყოლეთ ხოლმე, ნუ გავიწყდებათ რომ თქვემც წერთ და ვისთვის კარგად და ვისთვის ცუდად. და საერთოდ რატო ანიჭებთ ეს დიდაქტიკურ-უარყოფითი და გაუგებარი კომენტარები სიამოვნებას ვერ გავიგე. ბოდიში ბარნო ეს აქ რო დავწერე მაგღამ აღვშფრთოვანდი პირდაპირ :D არა ბარნო რა, აქ უკეთესი წესები და ბუნებრივი გარემოა, მაგრამ იგივე ადამიანების არსებობდა დიდი დისკომფორტს ქმნის :))))))))))))) მე მაპატიე :D ღმერთო ჩემო ეს ხალხი ისეთ თავდაჯერებულ კომენტარებს აკეთებს ............ აი აზრს ვეღარც ვაბოლოებ შეურაცხყოფაში რომა რ გადამეზრდოს და თან საკვირველია პირდაპირ, ძალიან საკვირველი... ,,ჩემი აზრით" მაინც მოაყოლეთ ხოლმე, ნუ გავიწყდებათ რომ თქვემც წერთ და ვისთვის კარგად და ვისთვის ცუდად. და საერთოდ რატო ანიჭებთ ეს დიდაქტიკურ-უარყოფითი და გაუგებარი კომენტარები სიამოვნებას ვერ გავიგე. ბოდიში ბარნო ეს აქ რო დავწერე მაგღამ აღვშფრთოვანდი პირდაპირ :D არა ბარნო რა, აქ უკეთესი წესები და ბუნებრივი გარემოა, მაგრამ იგივე ადამიანების არსებობდა დიდი დისკომფორტს ქმნის :))))))))))))) მე მაპატიე :D
8. ყველას დიდი მადლობა კომენტარებისთვის თუ შეფასებებისათვის. არცერთი ჩემი ნაწერი არ წარმოადგენს ლიტერატურულ შედევრს(ესეც ხმამაღალი ნათქვამია) ასე, რომ უბრალოდ ხანდახან ამ სტილში ვწერ . ეს ერთგვარი გატაცებაა. მშრალ, კონკრეტულ, ობიექტურ და ჟურნალისტურ ტექსტებს ისედაც ყოველდღიურად ვწერ და ვამუშავებ. :) ყველას დიდი მადლობა კომენტარებისთვის თუ შეფასებებისათვის. არცერთი ჩემი ნაწერი არ წარმოადგენს ლიტერატურულ შედევრს(ესეც ხმამაღალი ნათქვამია) ასე, რომ უბრალოდ ხანდახან ამ სტილში ვწერ . ეს ერთგვარი გატაცებაა. მშრალ, კონკრეტულ, ობიექტურ და ჟურნალისტურ ტექსტებს ისედაც ყოველდღიურად ვწერ და ვამუშავებ. :)
7. აბსოლუტურად ვეთანხმები თამარ ბუკიას!
მიუხედავად იმისა, რომ მეც რაღაც ამდაგვარ სტილში ვწერ (უფრო ფსიქოლოგიური პროზა) მაინც გამიჭირდა ცოტა ამისი გაგება...
მაგრამ ყველასთვის არ ვწერთ და ყველასთვის არ უნდა იყოს გასაგები, თუმცა გენიოსების ყველას ესმის... როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, ბ-ნი რამაზ ჭილაია, უნდა იყო გიჟი მაგამ შენებურად გიჟი აბსოლუტურად ვეთანხმები თამარ ბუკიას!
მიუხედავად იმისა, რომ მეც რაღაც ამდაგვარ სტილში ვწერ (უფრო ფსიქოლოგიური პროზა) მაინც გამიჭირდა ცოტა ამისი გაგება...
მაგრამ ყველასთვის არ ვწერთ და ყველასთვის არ უნდა იყოს გასაგები, თუმცა გენიოსების ყველას ესმის... როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, ბ-ნი რამაზ ჭილაია, უნდა იყო გიჟი მაგამ შენებურად გიჟი
5. კარგია. ზღაპრებივით ლამაზია დამსუბუქი. იქნებ ზღაპრებად გეცადა? 5 კარგია. ზღაპრებივით ლამაზია დამსუბუქი. იქნებ ზღაპრებად გეცადა? 5
4. კარგია, მაგრამ... აი, ეს "მაგრამ" აფუჭებს საქმეს! იცი, მოთხრობა - მათემატიკური მაგალითი არ არის (სამს ვწერთ, ხუთს - ვინახავთ...)! მოთხრობას რომ კითხულობ, საფიქრალი უნდა დაგიტოვოს, მაგრამ ფრაზებს შორის არ უნდა ეძებდე აზრებს... ის რაც შენ თავად გესმის, თუ მხოლოდ შენთვის დაწერე, არ უნდა გამოაქვეყნო და თუ სხვისთვისაც იწერება, - ისე უნდა დაწერო რომ ზედმეტი კითხვები არ ჩნდებოდეს. კითხვები კი არა, ზედმეტი კითხვები მაქვს მხედველობაში, მაგალითად, "რას ნიშნავს ეს?" ან "ნეტა რისი თქმა უნდოდა ამით?"... გამიგე, ბარნო? და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ჩემს კომენტარს პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ! ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ... პატივი ვცეთ მკითხველს, რომელმაც ჩვენთვის დაკარგა დრო! კარგია, მაგრამ... აი, ეს "მაგრამ" აფუჭებს საქმეს! იცი, მოთხრობა - მათემატიკური მაგალითი არ არის (სამს ვწერთ, ხუთს - ვინახავთ...)! მოთხრობას რომ კითხულობ, საფიქრალი უნდა დაგიტოვოს, მაგრამ ფრაზებს შორის არ უნდა ეძებდე აზრებს... ის რაც შენ თავად გესმის, თუ მხოლოდ შენთვის დაწერე, არ უნდა გამოაქვეყნო და თუ სხვისთვისაც იწერება, - ისე უნდა დაწერო რომ ზედმეტი კითხვები არ ჩნდებოდეს. კითხვები კი არა, ზედმეტი კითხვები მაქვს მხედველობაში, მაგალითად, "რას ნიშნავს ეს?" ან "ნეტა რისი თქმა უნდოდა ამით?"... გამიგე, ბარნო? და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ჩემს კომენტარს პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ! ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ... პატივი ვცეთ მკითხველს, რომელმაც ჩვენთვის დაკარგა დრო!
3. მომწონს ეს გოგო...
კარგად გვიყვება...
მომწონს ეს გოგო...
კარგად გვიყვება...
2. და ეს გადარჩენას ნიშნავდა_მხოლოდ ამ ფრაზას მოვაშორებდი, დანარჩენი კი კარგია:) და ეს გადარჩენას ნიშნავდა_მხოლოდ ამ ფრაზას მოვაშორებდი, დანარჩენი კი კარგია:)
1. კარგია-ძალიან:) კარგია-ძალიან:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|