ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2013


ქეშეშ-დარდიმანდ ანუ გაქრები მადათოვზე!*

ქეშეშ-დარდიმანდ,
რას კვნეს აიმანდ?!
ჩამო ნაპირთან...
გავალთ ნავითა
და ძველ ცოდვებსაც
მტკვარში განვიბანთ...
დღემდე ხომ მაინც
ერთად ჩავდივართ
მადათოვისკენ, _
მტკვრის ფსკერზე რომ წევს,
ბატონის შიშით გამოქცეულ
დამხრჩვალ ყმასავით!

ქეშეეეშ, ფეშქეში
იყოს დღეს შენზე
თბილისი ესე!
გსურს და იკვნესე
სისხლით და ცოდვით
მოკირწყლულ გზებზე
და ქვებზე, _
წმინდა ბაგეთაგან რომ ღაღადებენ! _
ოღონდ ჩამო და
ოღონდ გამენდე,
ჩემო ხანენდე!

ხანს არ დანებდე,
რომ ქალაქს ისევ
სუ კვნესა-კვნესით
და შენი ლექსით
შემოაბერდე!
ღამით დილამდე,
დღიდან ღამემდე _
სულ ერთად ვივლით _
ტივით და ნავით,
ნავით და ტივით, _
ჩემო ხანენდე!

ჩამო, ხანენდე,
ჩემო ხანენდე! _
ქეშეშ-დარდიმანდ!

____________________________________________________________________________
* ქეშეშ-დარდიმანდი (ნამდვილი გვარი ამირიძე) _  XIXს.-ის ქართველი აშუღი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები