 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 13 მაისი, 2014 |
ვინც ქუთაისში ცხოვრობს ,ორი მაისი მასში სხვა ასოციაციასაც იწვევს, მაგრამ ჩემს სკოლაში ორი მაისი , უკვე მეორე წელია, განსაკუთრებული დღეა. რა განსაკუთრებული დღე და....... თვითმმართველობის დღე. ეგ რას ნიშნავსო თუ იკითხავთ, შემეზარება , მაგრამ მაინც გეტყვით: ამ დღეს მოსწავლეები- მასწავლებლები ხდებიან, მასწავლებლები კი --მოსწავლეები და ისე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ვერ გაიგეთ? უკუღმა ასინეთა, უკუღმა... ხოდა, ცარციანი თითებით ტუჩები მოვიწმინდე და დირექტორის ნათქვამი კლასში გამოვაცხადე: ---ვის უნდა ხვალ მათემატიკის მასწი იყოს-მეთქი? მეშვიდეკლასელებმა ყველამ უკლებლად აიწია ხელი. დავფიქრდი, ვერშეძლება გამოვრიცხე და კენჭი ვყარეთ. დანიშნული ფურცლის ნაგლეჯი სულ პატარა და ციცქნა ბექას შეხვდა . კაი ბიჭია , თავს გაართმევს მეთქი, ვიფიქრე და სამუშაო დავალება მივეცი.
მეათე კლასელებთან კი როცა იგივე გამოვაცხადე, ერთი შემომხედეს , „ნევიჟუ , ნე სლიშუ" გამიკეთეს და გადაწვნენ მერხებზე.
ცოტა ძალა დავატანე, ცოტა რეკლამა გავუკეთე და ბოლოს ნინო დავითანხმე. კია საშუალო მოსწავლე, მაგრამ მე თუ არ "ჩავჭერი", მათემატიკაში არავინ „ჩაჭრის“ და რამე მაინც გამოვა. ნინო წამოდგა და კლასს დაქადნებით გადახედა: ---ერთი ხვალ ვინმემ გაკვეთილი არ იცოდეთ, ორებს დაგიწერთ ყველასო!
მოკლედ , რომ გათენდა ორი მაისი, კი გემახსოვრებათ ყველას.
სამასწავლებლო ბავშვებით აივსო და მერე ყველა წავიდ--წამოვიდნენ ჟურნალებით ხელში (ჯურნალი მასწავლებელს ეჭირა ხელში და მოსწავლე "მასწავლებელი" ტყვილა იჭყიტებოდა მასში)
მეათეში შევედი, ბლოკნოტი მაქვს მომარჯვებული და ბოლო მერხისკენ წავედი, ძლივს ჩავეკვეხე მათ მერხში და მოვემზადე, რისთვის? გაკვეთილისთვის? ნურას უკაცრავად... გაკვეთილის ასარევად.... თქვენ გიჩვენებთ მეთქი სეირს, ნაფიქრი მაქვს დიდი ხანია.... დაიწყო, სია ამოიკითხა , არები დაწერა, დავალება მოიკითხა ნინომ. მე კიდევ ყურში ბაკასთან საზიაროდ ყურსასმენები მაქვს გაყრილი და თავს ვაყოლებ მუსიკას. ----მასწავლებელო--ხმა გაებზარა ნინოს ---დამანახე, როგორ გინდა ,რომ მოგექცეთ და მეც ისე ვიზამ მეთქი. ---თქვენ მუსიკას უსმენთ---ოფიციალურად მომმართა მანაც. ---ააა, ბოდიში "მასწავლებელო", მეტჯერ აღარ ვიზამ--პირობას ვდებ მათსავით მეც, შეუსრულებლად.
ვწრიალებ გაკვეთილზე, ვერ ვისვენებ.ნაჩიტო სადღაც საღორიის ტყეში ცეკვავს და იგანგლება მტვერში, ერთხელ ვერ წავყევი ბავშვს კონცერტზე, რა დედა ვარ.ნაჩიტომ ასე იცეკვა, ისე იცეკვაო---მომდის ხოლმე ხმები და მე ერთხელ ვერ მოვახერხე, რომ მისი ცეკვა მენახა. როცა ამ ფიქრებში ვარ, უცებ ხმაურმა გამომაფხიზლა: მეთერთმეტე კლასელი საბა, გრძელთმიანი " დირექტორი" კლასში შემოდის და ფოტოებს იღებს, აქეთ , იქეთ, ზოგს სტენდისთვის, ზოგს ფეისბუქისთვის. გაკვეთილი დამთავრდა, ნინომ მხანაგები დაინდო და მხოლოდ ათები დაწერა, მერე ჩემთან ფოტოები გადაიღო და ...
მთელი ღამე მაღვიძებდა სასტიკი და ხმაურიანი მესიჯები: ამან დაგთაგა,იმან დაგთაგაო, ამან მოგნიშნაო და იმან კიდევ დაგიკომენტარაო....
მეორე დღეს კლასში ხუმრობით ვამბობდი:
დათაგვა რავა გამიბედეთ, ამხელა ქალს თქვა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ლუტეცია, შენ არ იცი, ჩემთვის ღამით ტელეფონის გამორთვა რომ არ შეიძლება :)
დასახვეწად ვერ მოვიცალე, ჯაფარ!
და მეტად რომ ამერია, ნემეზიდა, მერე მეც ამირევენ მეტად:DDD
სხვათა შორის, ჩემი ფსიქოლოგიური დაკვირვებით, ბავშვებს ერთი სული აქვთ "დასაჯონ"
თანატოლები და ეს ნამდვილად დასაფიქრებელია, თუმცა აქ, ამ საიტზე არა! ლუტეცია, შენ არ იცი, ჩემთვის ღამით ტელეფონის გამორთვა რომ არ შეიძლება :)
დასახვეწად ვერ მოვიცალე, ჯაფარ!
და მეტად რომ ამერია, ნემეზიდა, მერე მეც ამირევენ მეტად:DDD
სხვათა შორის, ჩემი ფსიქოლოგიური დაკვირვებით, ბავშვებს ერთი სული აქვთ "დასაჯონ"
თანატოლები და ეს ნამდვილად დასაფიქრებელია, თუმცა აქ, ამ საიტზე არა!
4. ვიხალისე :) კიდევ უფრო მეტად უნდა აგერია ++ ვიხალისე :) კიდევ უფრო მეტად უნდა აგერია ++
3. ეს დათაგვა რას ნიშნავს არ ვიცი და მომკალით. ეტყობა გოიმი ვარ... :D :D
ვიხალისე, ცოტა დასახვეწი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მეთოდია ბავშვები დააფიქრო თავის საქციელზე ეს დათაგვა რას ნიშნავს არ ვიცი და მომკალით. ეტყობა გოიმი ვარ... :D :D
ვიხალისე, ცოტა დასახვეწი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მეთოდია ბავშვები დააფიქრო თავის საქციელზე
2. შენც გამოგერთო ღამე ეგ ტელეფონი, დილით ვერ ნახავდი ვინ დაგთაგა და ვინ დაგიკომენტარა? :))) შენც გამოგერთო ღამე ეგ ტელეფონი, დილით ვერ ნახავდი ვინ დაგთაგა და ვინ დაგიკომენტარა? :)))
1. გაასწორებენ, იუმორისტული ჟანრია :) გაასწორებენ, იუმორისტული ჟანრია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|