ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2013


ავღანეთში დაღუპული

თუ ჩემს ქვეყანას მოკვეთილი
ნაწილების მისახორცებლად, 
სჭირდება ჩემგან,რომ მზესისხლით
უცხო მხარეს მადლი მოვფინო,
დე, იყოს ასე...
მაგრამ მითხარით:
მიწა - ჩემი სულის სათავე
უხარისხო ქსოვილის მსგავსად,
რატომღა დგება მტკაველ-მტკაველ
და ჩემს სამარეს
მიბჯენილი როგორც ყელს დანა,
რად აშფოთებს
მავთულხლართის
უხმო მუქარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები