| ავტორი: ბერი18 ჟანრი: იუმორისტული 18 ივნისი, 2013 |
"მოკლე" შესავლით თუ არ დავიწყე გაუგებარი იქნება მკითხველთათვის ყველაფერი. ცოტა ხნის წინ უცნაური "დეფექტური" აღმოჩენა გავაკეთე საკუთარ თავზე, ჩემი ტვინი ჩემგან დამოუკიდებლად იმახსოვრებს რაღაც დეტალებს, ხოლო რაღაც დეტალებს იგნორს უკეთებს, თანაც ამ ყოველივეს ავტომატიურ რეჟიმით თვითონ წყვიტავს რომელია საჭირო დამახსოვრებისთვის რომელი არა.
ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც რაიმეს უცხო ავტორისას ვკითხულობდი ძალზე მიჭირდა არა მარტო ავტორის სახელის და გვარის დამახსოვრება, არამედ თვეების შემდეგ მოქმედი პერსონაჟების სახელების გახსენებაც, თუმცა ნაშრომის დედა აზრი, კვანძის გახსნა მისაღები თუ მიუღებელი მყარად ილექებოდა ჩემს ცნობიერებაში. რომ არა ჩემს ხელთ მოხვედრილი უამრავი ტომებისა: მარკ ტვენის ,მაინ რიდის, ჟიულ ვერნისა ალბათ მათ სახელებსაც ვერ გავიხსენებდი, როგორც ვერ ვიხსენებ " ნიმფიანი ბეჭდის", "დორან გრეის პორტრეტი"-ს და სხვათა ავტრებს თუ მოქმედ პირებს დახმარების გარეშე. ამ ჩემს უტვინობას სამაგიერო კომპესაცია რომ ექნებოდა მივხვდი, მეც ვეძიე და ვიპოვე. ერთია წაკითხული გქონდეს და ზეპიად იცოდე ნაწარმოები და ავტორი, ხოლო მეორეა იმავე ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მაგალითად იციან ზეპირად "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა" ხოლო მოქმედებენ პირიქით, იხვეჭავენ ოქროს - სახელის ხარჯზე. იციან "რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!" თუმცა წართმევით არიან დაავებულნი. უწყიან "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი." და ამავე დროს სოროში ჯოხით უჩხიკინებენ გარეთ გამოძვერიო. მერე კი ტირიან დამგესლა, მიკბინაო. აბა რათ გინდა ასეთი ცოდნა თუ მარტო თეორიულად იცი ხოლო პრაქტიკაში ვერ იყენებ ანდა შენ გადგება მარტო და არა ხალხს.
ადრე კომუნისტების დროს (1981-83წ) ერთერთი მულტფილმის სიუჟეტი ჩამებეჭდა მყარად მეხსიერებაში; გუშინდლამდე არც ვიცოდი რატომ ან რისთვის .(ვერც მის სახელს ვერ ვიხსენებ) უცხოპლანეტაზე მოხვედრილი კოსმონავტები საოცარი ფაქტის მომსწრეები ხდებიან მკვლელი თვითონ ხდება მოკლულად; ფრინველი რომელიც ჭიაყელას გადაყლაპავს უმალ პატარავდება და იქცევა ჭიაყელად. ყვავილის მომწყვეტი ყვავილად და ა.შ. რატომ დამამახსოვდა მხოლოდ ეს, ან ამდენი გასული წლების მერე რამ გამახსენა არ ვიცი, ალბათ დავიხსომე,მიტომ რომ მეგრძნო ურთიერთ კავშირი რეალობასთან და ეს დამეწერა. რასაც ქვევით წაიკითხავთ მიხვდებით რომ პირდაპირ კავშირშია ამ მულტფილმის სიუჟეტთან. "პლანეტა მულტიკის" წესი
პირველ ყოვლისა ადამიანით და ვიწყოთ და ადამიანითვე დავამთავროთ. როდესაც ადამიანი კლავს ადამიანს დარწმუნებული ვართ რომ თავის თავს არ კლავს? ანდა როდესაც იმპერია იბყრობს ქვეყანას დარწმუნებული ვართ რომ თავის თავს არ იბყრობს, თავის თავზე არ იდებს ბორკილებს და თავის განადგურებას მექანიზმს არ რთავს? ყველა იმპერია გაქრა და აწიც გაქრება მხოლოდ დაპყრობილები დარჩებიან; როგორც მონათმფლობელები , პლანტატორები გაქრენ, ხოლო მონები გადარჩნენ, გამრავლდნენ. თუნდაც დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი ბატ. ობამა, ყოფილი კოლლნიზატორული ამერიკის მიერ ზანგთა, ფერადკანიანთა მიმართ რასისტული ჩაგვრის უკუ შედეგი არ არის? ჩემი აზრით დაპყრობით, დაპყრობილის გადარჩენის იმუნიტეტი ძლიერდება, ხოლო დამპყრობელი სნეულდება. რუსეთიც ასეა, ნახეთ როგორ შეესიენ დაპყრობილები მოსკოვს ჩრდილო კავკასიის და აზიის ქვეყნებიდან, კრიტიკულ ზღვარს როგორც მიაღწევს ყველაფერი დაინგრევა. ანუ რუსეთის იმპერიას ქართული ასო ნიშნის (ს.ს,ორბელიანის) მეხუთმეტე გასაღების იოტის ყულფში აქვს თავი გაყოფილი. ვერც უარყოფს მათ მოდინებას, რადგანაც ერთი ქვეყნის ვალდებულება ბოჭავს, ვერც აღიარებს საწინააღმდეგოს, რადგანაც იმერია დაენგრევა. ასე დასნეულებული მომაკვდავი სადამდე გაატანს დროზეა დამოკიდებული მხოლოდ. არადა გასაღები (იოტა) ქართველთა ხელშია. (ამას რაც ბოლოს ვთქვი ვერ გაიგებთ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას).
რომ არ თქვათ "პლანეტა მულტიკის" წესი მხოლოდ იმპერიებს ეხებათო, დღევანდელ და ხვალინდელ ადამიანს გადავხედოთ. ადამიანმა მონად აქცია ტექნიკა, ეწევა მის უმოწყალო ექსპლუატაციას, იყენებს და მერე უმოწყალოდ ყრის. ( სასაცილოა) "პლანეტა მულტიკის " კანონის თანახმად ტექნიკამ უნდა დაამონოს განდევნოს ადამიანი და თვითონ ჩაენაცვლოს ანუ თვითონ იქცეს მფლობელად ადამიანი კი მონად.ასეცაა დაწყებული დღეს კომპიუტერის მონები არ ვართ უკვე? დღეს უკვე კამერები აკონტროლებენ ადამიანის საგზაო წესებს, სჯიან დამრღვევებს, ხვალ მის პირად გადაადგილებას გააკონტროლენენ და თუ საჭირო იქნა შეზღუდავენ კიდეც, გააკონტროლებენ მყიდველობის უნარს მის რესურს და ვარგისიანობას შეამოწმებენ. მედიცინის მხრივაც წარმატებებია, ხელოვნური ხელი , ფეხი, გული, თვალი ყური.... ყოველი ნაწილი და სრულიად შეიძლება შეიცვალოს სათადარიგო ნაწილებით ადამიანი, მაგრამ ეს უკვე ადამიანი იქნება თუ რობოტი? საკამათო თემაა... მერე აზრს და ფიქრსაც თუ გააკონტროლებენ დასრულდება ყველაფერი.. ერთ "მშვენიერ" დღეს თუ საჭირო გახდა სანაგვეზეც მოგვისვრიან და ვერცერთი უფლება დამცველი ორგანიზაცია ვეღარ გვიშველის.
18.06.2013წ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მუხა მადლობა, ვცდილობ აქ რაც შეიძლება მოკლედ დავწერო, მაგრამ მაინც დიდი გამოდის ურაკპარაკისთვის. :)) მუხა მადლობა, ვცდილობ აქ რაც შეიძლება მოკლედ დავწერო, მაგრამ მაინც დიდი გამოდის ურაკპარაკისთვის. :))
5. მომეწონა, , მართალი გითხრა და მეცოტავა კიდეც. მომეწონა, , მართალი გითხრა და მეცოტავა კიდეც.
4. შესანიშნავი ანალიზია ფირებისა და განცდია... თანაც მწარე რეალობა... ..(ის ლექსი, რომელიც გახსოვს, ადრე იდო და წავშალე)... გმადლობთ...) ი.ჯ. შესანიშნავი ანალიზია ფირებისა და განცდია... თანაც მწარე რეალობა... ..(ის ლექსი, რომელიც გახსოვს, ადრე იდო და წავშალე)... გმადლობთ...) ი.ჯ.
3. :) მძიმე განწყობაზე ვარ ეტყობა, ავმჩატდები და მერე მჩატეებსაც დავწერ ;))) :) მძიმე განწყობაზე ვარ ეტყობა, ავმჩატდები და მერე მჩატეებსაც დავწერ ;)))
2. რა მძიმე თემებს ირჩევთ ყოველთვის, მერე დგებით და ასევე მძიმედ წერთ ამის შესახებ... :( + რა მძიმე თემებს ირჩევთ ყოველთვის, მერე დგებით და ასევე მძიმედ წერთ ამის შესახებ... :( +
1. ,,ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც რაიმეს უცხო ავტორისას ვკითხულობდი ძალზე მიჭირდა არა მარტო ავტორის სახელის და გვარის დამახსოვრება, არამედ თვეების შემდეგ მოქმედი პერსონაჟების სახელების გახსენებაც,,, _ ახლაც ასე ვარ. ახლა მესამეჯერ ვკითხულობ ერთსა და იმავე წიგნს. )) ,,ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც რაიმეს უცხო ავტორისას ვკითხულობდი ძალზე მიჭირდა არა მარტო ავტორის სახელის და გვარის დამახსოვრება, არამედ თვეების შემდეგ მოქმედი პერსონაჟების სახელების გახსენებაც,,, _ ახლაც ასე ვარ. ახლა მესამეჯერ ვკითხულობ ერთსა და იმავე წიგნს. ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|