ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
19 ივნისი, 2013


სიყვარული და მერსედესი

ქალი შემიყვარდა.ანუ როგორც არის ხოლმე.სიყვარული.....ტკბილი და მწარე!
ყოველი შეხვედრის შემდეგ უფრო და უფრო ვმაღლდებოდით, სულ ზევით და ზევით მივიწევდით! ასე გაგრძელდა სანამ კოსმოსში არ ამოვყავით თავი,მაგრამ სუნთქვა შემეძლო და მიკვირდა ცოტა, მერე მას ხელი მოვხვიე და ჩუმად ჩავჩურჩულე :

--შენ კოსმოსივით საოცარი ხარ, ჩემო პატარავ....მოდი ჩემთან....

................................................................................................................................................

მერე დაიწყო ფრენა არსაით,უსასრულო ლივლივი!.. ჩვენს წინ ზეახალი ვარსკვლავები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, ნერვიულად პულსირებდნენ პულსარები,ჩვენ კი ვბრუნავდით, ვბრუნავდით,ხან ჰორიზონტალურ, ხან ვერტიკალურ სივრცეში!ვარსკვლავური ციკლი ხანდახან ირღვეოდა და ეს ნერვებს მიშლიდა, თუმცა მერე გაათმაგებული ენეგიით ვეტაკებოდი ხოლმე... ეს მოძრაობები კი დიდი ენერგიის (ფულის) ხარჯვას მოითხოვდა...

მერე ის გაქრა.

დიდხანს დავეხეტებოდი უკიდეგანო სამყაროში მარტო და ხმამაღლა ვბღაოდი, რადგან საწვავი გამითავდა (ფული. უფრო სწორად) ყვირილი კი უკვე აღარ შემეძლო,
მერე თვალდახუჭული მივენდე ინერციას....აღარ მაინტერესებდა საით მივექანებოდი.

..............................................................................................................................................

რამეთუ  მივხვდი უცებ რომ ამაოა ეს ყველაფერი , ცრემლი მოვიწმინდე და ცოდვილი  დედამიწისაკენ გამოვექანე.
დიდხანს ვვარდებოდი,ჩავუარე ცხელ ვარსკვლავებს, მზის სისტემას, თანამგზავრებს,დედამიწის ატმოსფეროში შემოვედი, " თურქიშ აირლაინის" "თვითმფრინავებს გვერდი ავუქციე, გავცდი ჩიტებს, სატელიტურ ანტენებს...მერე დავენარცხე ძირს და ისევ ავტირდი.(არა, ტკივილისგან არა!....)

დიდხანს ვეძებდი ჩემს საყვარელ ქალს, ასე სადისტურად რომ მიმატოვა! ვეძებდი, ხანდახან მეჩვენებოდა რომ მოვკალი, ან მაგრად გავტყიპე, კინაღამ საპატრულოში შევედი და ჩავბარდი... ,მერე ისევ ძებნა! ხან ნაგავსაყრელზე, გაქუცული ძაღლები რომ იქექებოდნენ, ხან მორგში, ხან საავადმყოფოში....

მაგრამ თურმე მცხეთის გზაზე უნდა მეძებნა ! ო ღმერთო! რესტორნებში! რა მწარეა ცხოვრებააააა.....

...............................................................................................................................................

და ბოლოს, 176 საათის , 14 წუთის და 28  წამის  ძებნის შემდეგ, მე ის დავინახე. გამაცია, მრგვალფარებიან მერსედესში იჯდა, ვიღაც საქონელთან ერთად . კმაყოფილი იყო. მხიარული, ოდნავ შემთვრალი....იმ საქონელს ახლო-ახლოს დასმული პატარა ღორული თვალები და გასიებული სიფათი ქონდა....ქშინავდა, მანქანის კარი გაეღო და კოკა-კოლას ატანდა სუპერ-შაურმას.....თან რაღაცას ყვებოდა, კოტიტა თითებს პარჭყავდა და ცხიმს აწუწებდა გარშემო....ჩემს საყვარელ ქალს კი რატომღაც ეს ძალიან მოსწონდა და აღტაცებული უსმენდა!....... თან გაღიმებული თავს უქნევდა!.....ეტყობა .... "კამა-სუტრას" ახლა პოზაზე შეთანხმდნენ!?...უცებ მსოფლიოს ყველა ამაზრზენმა მოვლენამ და სიბინძურემ უკან დაიხია ჩემს მეხსიერებაში!...ყველა ომი და გენოციდი გახუნდა ნანახის ფონზე!...ხელები თავისით შეიკრა და თითქოს რაღაცა ენერგიით აღვივსე....თერმობირთვული სინთეზი გააქტიურდა, ურანმა კრიტიკულ მასას მიაღწია, რადიაციამ იმატა! ვკანკალებდი და იმ საქონელს მოწკურულ თვალებში ვაკვირდებოდი, მინდოდა ხელი მეტაცა , გადმომეთრია მანქანიდან და ზედ კაპოტზე მერტყმევინებინა მორგვივით თავი!.....მაგრამ......აღარ ჩავეძიე, გამოვბრუნდი ეგრევე და სახლში წავეთრიე, უკიდურესად აღგზნებულს და განერვიულებულს ყველაფერი მაღიზიანებდა, ისიც, საბავშვო ბაღიდან ბავშვების სიმღერა რომ გამოდიოდა! ""ჩემო კარგოოოო ქვეყანავ....."" ანდა დისტრიბუტორები რომ მიმდგარიყვნენ "ფორდ-ტრანზიტებით" მარკეტთან,ხელში საქონელი ეჭირათ, ზედ სალარო -აპარატი შემოედოთ და ნიკაპით იმაგრებდნენ, რომ არ დავარდნილიყო.... თან გამყიდველების საუბარიც რა გამაღიზიანებელი იყო! " დღეს ფული არაა, სამშაბათს გამოიარეთ".... ისიც კი, ჩასარიცხი აპარატი რომ ენთო!....სადარბაზოში ტარაკანი რომ იჯდა კედელზე!!!! ლიფტი რომ მუშაობდა!!!!! ეს ყველაფერი საშინლად მაცოფებდა!

................................................................................................................................................


.....მთელი ღამე არ მძინებია, კუჭის მოქმედება შენელდა ეტყობა და აღარ მშიოდა, მხოლოდ ლუდი დავლიე , დავეგდე და ჩავფიქრდი...აბსოლუტურ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი მუცელი ბუყბუყებდა და ხანდახან მას უნიტაზი ეხმიანებოდა სადღაც შორიდან....ღამის ამ ორ დიდებულ ინსტრუმენტს კი ვიღაცა დაცემული და ცხოვრებისგან განაგდურებული ლოთის ხმა უერთდებოდა ქუჩიდან , ის თითქოსდა მოსთქვამდა, თითქოს მთელი სამყაროს ბოღმა ჩაეხვიაო  და ნელ-ნელა ატრიალებდა...." "სად წახვედიიიი...ჩემოოოო...ტკბილოოოო.....ავოოოეეეე......დააამიბრუუუნდიიიიი....""
..ისევ ცრემლები მომაწვა, ლუდის მე-16-ე ბოთლი გავხსენი საწოლის კიდეზე და სახურავი კედელს მივანარცხე.
---"სად წახვედიიიიი.....ტკბილოოო..........--მოსთქვამდა ისევ ლოთი გარეთ, ხმა ნელ-ნელა მშორდებოდა, სამაგიეროდ ბასები მატულობდა, ის ფეხებს მიათრევდა და ასფალტზე უცნაურ ხმებს გამოსცემდა, ბოლოს გაჩერდა, შეიგინა და ეტყობა წაიქცა....მე ლუდი გამოვცალე ამ დროს , დაცემის ხმა არ გამიგია და ბოთლი ძირს დავაგდე....ისევ ფიქრმა წამიღო....

დიდხანს ვფიქრობდი ასე.....რატომ? რატომ? და ბოლოს , როცა გათენდა, როცა მტრედები აღუღუნდნენ ფანჯარასთან  და ჩემმა მეზობელმა მანქანა დაქოქა, მე ყველაფერს მივხვდი.

მე არ მყავს მერსედესი. და რაც გინდა სიმპათიური ვიყო, ჭკვიანი, თბილი, ტკბილი, განათლებული, გამგები......მაინც მჯობია მყრალი, მკუანა, ბოყინა და სუნიანი საქონელი.

რადგან მას ...მერსედესი ყავს! მრგვალფარებიანი. ხოლო ის ქალი 30 წელს გადასცილდა, ანუ ეს ის პერიოდია როცა მას უბრალოდ სულ კიდია ყველაფერი.უბრალოდ იცის რომ მალე დაბერდება და მხოლოდ ძაღლები უნდა ასეირნოს საღამოობით ! და ნევროზიან სახეზე ერთი ძარღვიც არ შეუტოკდება როცა გაზაფხული დადგება!

ასე რომ აზრი გამოვიტანე :

სიყვარული არსებობს, ფაქტია და ეს მრგვალფარებიანი მერსედესია.....

.................................................................................................................................................

P.S.  დაწერილია არც ისე ფანტასტიურ მოვლენებზე დაყრდნობით.პერსონაჟები ნამდვილია.ასევე ნამდვილია მისი  არსი.:)))



ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები