ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2013


საქართლისდედო

მარჯვენის კვალზე
გაგინგრიეს მარცხენა ლოყა.
(იქნებ ლოცვაში გამოტოვე მაჭივრებელი?)

რას დაიჩივლებს შენნაირი!
იქნებ და ერგო:
წილი კეისარს კეისრისა,
შენ – ღვთმსმშობელის!

ხედავ?
შენი ძე –
გაკრულა ჯვარზე!
(მერე რა, რომ არ იყო ღმერთი!)


დედის ლოცვებში  სათითაოდ –
სახელებად დაიხრიალე:

თოხთა!
ხეითი!
აჩაბეთი!
კეხვი!
ერედვი!
..................................
შენ გაგიხეთქეს გული მარცხნივ და
მარჯვენა მხარეს – რაც არ გედო, რას მიუშვერდი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები