ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: იუმორისტული
25 ივნისი, 2013


პრეზიდენტობის კანდიდატი (იუმორისტული)

როგორც იქნა დამთავრდა სასწავლო წელი და დადგა ყველა მოსწავლეთათვის ნანატრი არდადეგები. ჩემებმაც არც არცხელეს არც აციეს და მეორე დღესვე მოუსვეს სოფ. ბიწმენდში. თბილისში მარტო მე და კეშა(თუთიყუში) დაგვტოვეს. 
მარტო დარჩენილმა საღამოს უსაქმურობისაგან ტელევიზორის "მენიუს" მივუჯექი და დავიწყე მაღვიძარის დაყენება. დილს ექვს საათზე ტელევიზორი ჩაირთვება და გამაღვიძებს, ხოლო ცხრაზე სამსახურში წასული ავტომატურად  გამოირთვება.
მეორე დღეს  ჩვეულებრივად შვიდზე გავიღვიძე ტელევიზორი ჩავრთე, ერთი გავიფიქრე "გუშინდელი წვალება ამაო იყო, ვერაფერიც ვერ დავაპროგრამე ექვზე არ ჩართულა" და  აღარც მიმიქცევია ყურადღება.
    ერთი კვირის თავზე დაიწყო სასწაულები, სამასახურიდან დაბრუნებულს ჩემი კეშა პოლიტიკური განცხადებებით შემომეგება:
- დემოკრატია... დემოკრატია...
თავისუფლება.... თავისუფლება
ევროპული ფასეულობები...
კოაბიტაცია ვერ შედგება....
გაემიჯნა...გაემიჯნა...

პირველი კვირა მაგრა ვიხალისე, მაგრამ მეორე კვირიდან რომ გაუბერა
გამართული წინადადებები საკმაოდ შევშინდი.

- კონსტრუქციული დიალოგი......
პოლიტიკური ორბიტა... და ნაგ ვიანებულია...
ქართული პოლიტიკა მართალი პოლიტიკაა
ქართული სახელმწიფო და ჩვენი იდენტობა...
უზნეობას გაემიჯნე....
ნატო..ნატო.. ღრსეულად ნატოსკენ...

საბოლოოდ ჩემი მეზობლების; ქალბატონი ნათელას, ეთერის და ნინოს ყურამდეც მივიდა კეშას ამბავი. სიყტვის თავისუფლების გამო მეც აღარ დამიმალავს სენსაცია.

- გამოიყვანე აქ იქნებ გავერთოთ ცოტა.
მარაოს ქნევა არც შეუჩერებია ისე მითხრა ნათელამ.

- კი ბატონო, სიამოვნებით.  საღამოობით  მაგის პოლიტიკური
ნოტებისგან დამასვენეთ ოღონდ და..

მოკლედ ყოველ საღამოს ჩვენს მერვე სართულის " პლოშატკაზე" იყო ერთი სიცილ ხორხოცი.
ერთ დღესაც ქ-ნმა ნინომ მთელი სერიოზულობით გამომიცხადა:
ჩვენ, მეზობლები "ჩვენს კეშას" პრეზიდენტობის კანდიდატად ვასახელებთ..
არ დამიწყო ეხლა ევროპულად მოაზროვნე კაცმა ჩიტოფობია..
ქართველები ადრე ჩიტს რომ უძახდნენ ხომ იცი რაც ქვია მაგას?...
- კი( გამეღიმა)
-  მაგ ჩიტებით იყო დაკომპლექტებული ყოველთვის მთავრობა....
ეს ნაღდი ჩიტი მაინცაა.  თავი მომჭერი მათ კეშამ თუ არ აჯობოს...
- მე რითი გემსახუროთ? (ავუბი ხუმრობა)
- რითი და კომპიუტერი იცი, პიარი უნდა გაუკეთო, ხალხს გააცნო..
ფინანსები არ გვაქვს და უფინანსოდ უნდა გავწიოთ საარჩევნო კამპანია.
- კი მაგრამ პროგრამა აქვს მერე?
(საუბრის ერთიანად ბოლოს მოღება გადავწყვიტე)
- ტიტუუუ, ოცი წელის მანძილზე ყველას პროგრამა ქონდათ რომელმა აგვაშენა შე კაცო ნეტა.. ედომ თუ მიხეილმა? - გამოესარჩლა ეთო
- წინა საარჩევნოდ რომ მიდიოდნენ მოხუცებთან, გადმოყრიდნენ კურცხალებს,
მერე საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობდნენ, მერე პურს აცხობდნენ მთა და გორებს გვპირდებოდნენ წავიდა ის დრო მაგ ხრიკების რომ ეჯერა ხალხს- თქვა ნინომ
- კანდიდატს რომ გავესაუბრო შეიძლება?... ერთად დავგეგმავთ სტრატეგიას....
- კი ოღონდ ძალიან არ გადაღალო ათზე გვერდით სადარბაზოდან მეზობები მოდიან კითხვები უნდა დაუსვან..
- კი ბატონო, პირველ რიგში სახელი უნდა გადავარქვათ აწი ბატონი კონსტანტინედ უნდა მოვიხსენიოთ, კეშა რაღაც რუსულად ჟღერს და ოპონენტები რუსულ კვალს დალანდავენ.
მეორე რიგში რაც შეიძლება გვიან უნდა დავასახელოთ კანდიდატად, რომ
ელვისებური მოულოდნელი დარტყმა მივიტანოთ,  ნაციონალები აღარ არიან სათავეში, მაგრამ ტექნიკა კი არ გადაუყრიათ პირიქით განვითარდა, ადრე აუდიო ფაბრიკაციას ქონდა ადგილი დღეს ფოტო და ვიდეო ფაბრიკაციაც შეიძლება იკადრონ. კეშას საუბარი პუტინთან ან მისი სურათები ტერორისტებთან, ან ვიდეო ჩანაწერი ზონაზე როგორ მოუწოდებს გაქცევსკენ პატიმრებს და გეგმავს ბუნტს. მაინც პოლიტიკა ბინძურია და თადარიგი დავიჭიროთ.

ბატონო კონსტანტინე რას იტყვით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე?
- დაღუპავენ ბიძინას ეგენი.....
გადარევენ მაგ კაცს და გააქცევენ......
რუჩკებს არ ენდოთ..
რესპებს არ ენდოთ....
არა ოკუპაციას....
საქართველო....საქართველო....საქართველო...


რავქნა ეხლა ვფიქრობ, ბურჯანაძე და ნათელაშვილი პრობლემა არაა კეშა ადვილად დაამარცხებს; მარა მარგველაშვილს რომ ძლიერი ლობი ყავს ივანიშვილის სახით?
რა იცი შეიძლება მეორე რაუნდიც დაინიშნოს  ბატონ კონსტანტინე და მარგველაშვილს შორის.


დასასრული:
გუშინ ჩემი შეცდომა აღმოვაჩინე თურმე 9am და 6pm დამიყენებია(ვერადა ვერ ვისწავლე am pm) ტელევიზორზე, იმის მაგივრად ექვზე ჩართულიყო და ცხრაზე გამორთულიყო, რომ მივდიოდი ცხრაზე ირთვებოდა ტელევიზორი და ექვზე ჩემს მოსვლამდე ითიშებოდა. კეშა კი მარტო მთელი დღე ტელევიზორს უსმენდა,რომელი არხი იყო მაგას საიდუმლოდ დავტოვებ. ეხლა კი უფრო ვგრძნობ პასუხისმგებლობას კეშას წინაშე, თანაც ისეთი თავმთაბალია არც ოქრო უყვარს არც ფული, სამართლიანია, ხარჯებიც სახელმწიფოს საკმაოდ დაეზოგება. გუშინ ისეთი რამე მითხრა ცრემლი ვეღარ შევიკავე " მცირე მანძილზე ჩემით ვიფრენ ბიუჯეტს არ ვაზარალებო".
რავა დაგტანჯე ჩემო კეშა!


გთხოვთ კითხვები ბატ. კონსტანტინესთან სახელმწიფო მოწყობის და ქვეყნის სტრატეგიის თაობაზე წერილობით მოგვმართოთ.
ყველა კითხვას ვუპასუხებთ.

ბატ.: კონსტანტინეს პრეს სამსახურის და
პიარ მენეჯერის უფროსი
კახაბერ ჭიჭინაძე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები