ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2013


პოეტო... (გელა დაიაურს)

ისევ ამღერდა გული ქართულად
და ამ სიმღერით მზეს ესალმება,
ფეხზე ამაყად წამომართულა
ელიას მთაზე ჩვენი სამება.
პოეტო, ჩვენი ყოფა-ცხოვრება
მწუხარება და სინანულია,
სანამ ვიქნებით გვემახსოვრება,
რომ პოეტებსაც რწმენით უვლიათ.
თავის გზით მიდის ცხოვრება ისევ,
ხანდახან ითხოვს მსხვერპლსა და ზვარაკს,
მე კი ღმერთს შევსთხოვ: გვაცოცხლოს ისე,
''რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!''



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები