| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 28 ივნისი, 2013 |
პირველად მას გავებუტე.არა, გაბუტვა უფრო ლამაზი სიტყვააა.მე მას დავემდურე და აღარ ველაპარაკებოდი, მთელი 8 წლის განმავლობაში. მოძღვართანაც კი ვამბობდი აღსარებაში,რომ არ ველაპარაკებოდი ადამიანს,რომელსაც ძალიან ვუყვარდი... ერთად მხოლოდ რუსულის გაკვეთილზე ვიჯექით... ის კი ყველა გაკვეთილზე სიყვარულს მიხსნიდა და მეც გულუბრყვილოდ ვუსმენდი.ვუსმენდი, რომ ჩემი სიყვარულით დაბრმავებული და დაყრუებული იყო და მხოლოდ ჩემი ხმა ესმოდა და მხოლოდ მე მამჩნევდა,და რომ სკოლის დამთავრებისთანავე მომიტაცებდა,თუ ნებით არ გავყვებოდი.( დამტოვა რუსულის უსწავლელი)
რუსულის მასწავლებელი ყველაფერს ხვდებოდა.მე საშინლად მრცხვენოდა, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი. მაშინ 13 წლის ვიყავი, ყველაფერი მჯეროდა და ამიტომ მეშინოდა.არ მინდოდა ასე მომხდარიყო..ვფიქრობდი,რომ მავიწროებდა და მაშინებდა..ამიტომ 13 წლის ასაკში გავებუტე,თავი დამანებე, მე არ მიყვარხარ მეთქი... მერე...მერე მე წავედი სასწავლებლად სხვა სკოლაში და მასზე არაფერი ვიცოდი...საერთო მეგობარი თუ მომწერდა ხოლმე.ისიც გაკვრით.... სკოლის დამთავრების ხუთი წლისთავზე მიმიწვიეს კლასელებმა. ნიკას არ ველოდი და ამიტომ თავისუფლად წავედი.ის კი მოვიდა... ბავშვებმა სკოლაში შევიარეთ და ჩვენი დამრიგებელი მოვინახულეთ. მანაც ,შემოდით და გაკვეთილი ჩავატაროთო,შემოგვთავაზა.იდეა მოგვეწონა და დავთანხმდით. მასწავლებელი ყველა ჩვენგანს სიამოვნებით გვისმენდა,ვინ რა მოასწრო გაეკეთებინა ამ ხუთ წელიწადში.ყველა თავის ხუთწლიან ისტორიას მოკლედ ყვებოდა: ----მესამე შვილს ველოდებიო---ღიმილიანმა აღიარა გელამ. ---მე სტუდენტი ვარ ჯერ---ვთქვი გაწითლებულმა. ---მე ხუთი წელი „აგარაკზე“ ვიყავი და სამი დღის წინ გამოვედიო--- ისე თქვა ნიკამ,როგორც ამბობდა ხოლმე ,გაკვეთილი არ ვიციო....თითქოს ვინმეს ბრალი იყო....ყველა თანაკლასელმა ერთმანეთს გადახედა.მე არ ვიცოდი, პირველად მაშინ გავიგე, რომ ნიკა თურმე ციხეში იყო ამ ხუთი წლის განმავლობაში. არაფერი მესმოდა....არადა ციხიდან ახლად გამოსულს არ ჰგავდა.მას ყველაზე მოდურად ეცვა მთელი კლასის ვაჟებს შორის...ეს ფაქტი უკვე ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდებოდა .ჯერ დანახვისთანავე დაძაბული ვიყავი და როცა ციხეც ახსენა, ვინანე , აქ რომ აღმოვჩნდი.მუხლები მომეკვეთა...შემეშინდა.... სკოლიდან გამოვედით და სუფრასთან გავაგრძელეთ ქეიფი, მეგობრის ოჯახში.ნიკა გვერდით მომიჯდა....ჩვენი უბრობა არც ახსოვდა,ისე გამიბა ლაპარაკი....ვისაუბრეთ,ყველაფერი გამომკითხა,ვინმეს ხომ არ ხვდებიო,დაინტერესდა...თავის თავზე არაფერი მითხრა.მთავარი,რისთვისაც ციხეში იჯდა ,დამიმალა...ჩხუბი მომივიდაო,მხოლოდ ეს მითხრა.მეტი არც არაფერი მიკითხავს.
ბიჭები კარგად რომ შეზარხოშდნენ და ქეიფიც რომ გახურდა.მეგობარმა საცეკვაოდ გამომიწვია....უარს ხომ არ ვეტყოდი და ვიცეკვე.გამოვხედე,ნიკა აჯაგრული იჯდა.ვაიმეეე,გამიელვა თავში,ახლა ამან რომ ხუშტურები ატეხოს,ვინღა მიშველის მეთქი.... დავჯექი ისევ ჩემ ადგილზე, ნიკამ ჟილეტი ოდნავ გაწია და იარაღი დამანახა.შევატყე,ეს სპეციალურად გააკეთა.მე უკვე ცუდად ვარ...გულის წასვლას არაფერი მაკლია და მეშინია,რომ წამივიდეს,მის ხელებში აღმოვჩნდები,ეს კი წარმოუდგენელი რამაა.... მუსიკა გაჟღერდა და ერთი თანაკლასელი კვლავ ჩემსკენ წამოვიდა საცეკვაოდ.ინტიქტურად გადავხედე...წამოდგა,წინ გადამიდგა და ერთი წუთითო, გარეთ გაიხმო ცეკვის მსურველი....ვზივარ და ველოდები,მაგრამ კარგს არაფერს.უცებ ხმაური ატყდა ...ყველანი გარეთ გავცვივდით.ნიკას ჩემი კლასელი ერთი ხელის მოსმით მეორე სართულის აივნიდან გადაუგდია და ყველა გარბი-გამორბის,რომ როგორმე უშველონ დაბლა მოფართხალე ადამიანს.
ნიკასთან მივედი და ძალიან ვუსაყვედურე. ---ცხოვრებაში სულ მხოლოდ შენ გამო ვჩხუბობ,გოგოო!--გადმომიბრიალა თვალები და იქაურობა დატოვა. ქეიფი აირია ....გაგრძელებას აზრი არ ქონდა და დავიშალეთ.ბიჭებმა სახლში მიმაცილეს...გვიანიც იყო,მაგრამ რა დამაძინებდა...რაღაცას კიდევ მოველოდი...კარი დავკეტე და ფანჯარა გავაღე,სული რომ არ შემხუთვოდა..
მთელი ღამე სახლში არ წასულა,ჩემი საძინებლის ახლოს,ფანჯარასთან გაატარა.იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ხანდახან გულისცემაც კი მესმოდა ხოლმე.არც მე მძინებია და არ მას. დილით,როცა კლასელებმა ისევ გამომიარეს,უკვე იქ აღარ იყო...ჩვენ შევიკრიბეთ მეორე დღეს,მაგრამ ნიკა აღარ მოსულა.
მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა...მეტად არ მინახავს.. როგორც ვიცი, არც დაოჯახებულა...რამდენჯერმე გამოვიდა და ....ახლაც ზის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მადლობა კახა...რა ვქნა,გადააგდო და :DDD მადლობა კახა...რა ვქნა,გადააგდო და :DDD
16. კარგია ასე რომ ვიღაცას უყვარხარ ცხოვრებაში, თნდაც ამ სიყვარულს პერსპექტივა არ ჰქონდეს. უფრო კარგი იქნებოდა ნიკას რომ არ გადაეგდო, რადგან ამას მკითხველი ელოდა უკვე. ფინალი მომეწონა, და საერთო ჯამშიც +5. :)) კარგია ასე რომ ვიღაცას უყვარხარ ცხოვრებაში, თნდაც ამ სიყვარულს პერსპექტივა არ ჰქონდეს. უფრო კარგი იქნებოდა ნიკას რომ არ გადაეგდო, რადგან ამას მკითხველი ელოდა უკვე. ფინალი მომეწონა, და საერთო ჯამშიც +5. :))
15. უნდინა,მადლობა,ჩემო კარგო.ჩვენ ყველას რაღაც გვტკივა....
უნდინა,მადლობა,ჩემო კარგო.ჩვენ ყველას რაღაც გვტკივა....
14. მარიამ :* ხომ იციი, მიყვარს მე შენი ისტორიები.. იშვიათობაა ადამიანს ასე ლამაზად შეეძლოს საკუთარ ტკივილზე საუბარი:* +++++ მარიამ :* ხომ იციი, მიყვარს მე შენი ისტორიები.. იშვიათობაა ადამიანს ასე ლამაზად შეეძლოს საკუთარ ტკივილზე საუბარი:* +++++
13. მადლობა, ვინც კითხულობს... არაა რიგითი ისტორია,მაგრამ ჩემი ისტორიაა მადლობა, ვინც კითხულობს... არაა რიგითი ისტორია,მაგრამ ჩემი ისტორიაა
12. :) ვა საინტერესოა :) ვა საინტერესოა
11. საოცარია პირდაპირ... არ არის ეს ერთი რიგითი ისტორია...აქვს მას რაღაც განსაკუთრებული... კარგია + საოცარია პირდაპირ... არ არის ეს ერთი რიგითი ისტორია...აქვს მას რაღაც განსაკუთრებული... კარგია +
10. ვტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ვტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
9. ( დამტოვა რუსულის უსწავლელი) ამ ლირიკულ გადახვევაზე გამეღიმა და ასე გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე....
არადა რა მაღიმებდა, საწყალი ბიჭი და გოგოც :D ( დამტოვა რუსულის უსწავლელი) ამ ლირიკულ გადახვევაზე გამეღიმა და ასე გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე....
არადა რა მაღიმებდა, საწყალი ბიჭი და გოგოც :D
8. :) თუარა და ეს ნათლიაჩემის კომენტარის ბრალია:DDDDD არვიცი მართლა მე ავურიე თუ არა,მაგრამ ისე ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე... დაწერით? დღეს შემომეწერა:))) :) თუარა და ეს ნათლიაჩემის კომენტარის ბრალია:DDDDD არვიცი მართლა მე ავურიე თუ არა,მაგრამ ისე ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე... დაწერით? დღეს შემომეწერა:)))
7. ჯონათან,კომენტარის არსს ვერ მიგიხვდი:) მაპატიე მიუხვედრელობა და განმიმარტე,თუ არ გეზარება:))) ჯონათან,კომენტარის არსს ვერ მიგიხვდი:) მაპატიე მიუხვედრელობა და განმიმარტე,თუ არ გეზარება:)))
6. რას აურიე ამ კაცს ჯერ ტვინი და მერე - ცხოვრება? ასეთ სიყვარულს მეტი მოფრთხილება სჭირდება, მარი! :) 5
დიოგენეს საძმო, ხედავ ამ შენმა უაზროდ ბევრმა პლიუსმა რა დღეში ჩააგდო გვერდი? აღარც თავი უჩანს და აღარც ბოლო... :))))
რას აურიე ამ კაცს ჯერ ტვინი და მერე - ცხოვრება? ასეთ სიყვარულს მეტი მოფრთხილება სჭირდება, მარი! :) 5
დიოგენეს საძმო, ხედავ ამ შენმა უაზროდ ბევრმა პლიუსმა რა დღეში ჩააგდო გვერდი? აღარც თავი უჩანს და აღარც ბოლო... :))))
5. რა ვქნა, არ მაძლევ საშუალებას, ამ "საყოველთაო იგნორირებას" ბოლო რომ მოვუღო და..:)
რა ვქნა, არ მაძლევ საშუალებას, ამ "საყოველთაო იგნორირებას" ბოლო რომ მოვუღო და..:)
4. გული დამწყდა ( გული დამწყდა (
3. საწყალი მიკა. საწყალი მიკა.
2. არაჩვეულებრივი გამოფენა გამახსენდა:\ არაჩვეულებრივი გამოფენა გამახსენდა:\
1. ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|