 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2013 |
ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში, ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად, და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში, მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...
დღეს ვის უნათებს, ნეტავ მოხუცი, რაზე ჩურჩულებს მახათას მთასთან? ბარათაშვილის გასაჭირს უხსნის - პაემანი აქვს ქართლის დედასთან...
და აი ისიც, გამოჩნდა ტატო, თავის მერანზე ამხედრებული, ცხრა მუზა ახლავს, არ არის მარტო, მოდის და თითქოს წინ უსწრებს გული.
წლებია უკვე შორიდან ეტრფის, თვალს ვერ უსწორებს ქართლისა დედას, დღეს კი ყველაფერს პირისპირ ეტყვის, სიყვარულის თქმას დღეს გაუბედავს.
ჩამოქვეითდა ზემო ბეთლემთან, გადაიწერა სამჯერ პირჯვარი, მიუახლოვდა დედას ქართველთა, ცა გაირინდა, დადუმდა მტკვარი...
- "მიყვარხარ, შენი მწვავს ტრფობის ალი!" - ძლივს ამოღერღა ოსტატმა სიტყვის, "ან შემიყვარე, ანდა მომკალი, რაც გინდა მიყო, აუგს არ ვიტყვი!
შენი სწორი რომ არა ვარ, ვიცი, და ნუ იკითხავ, ვით ვბედავ ამდენს, მოვსულვარ, რათა დაგიდო ფიცი ერთგულებისა უკუნისამდე!..
მახვილს დამკრავ თუ სასმისს მიბოძებ - არჩიე მომკლავ თუ გადამარჩენ, მე კი წავალ, მტკვრის სანაპიროზე დავუცდი შენი გულის განაჩენს..."
და ქედმოხრილი მას მერე, ტატო, დგას მტკვრის ნაპირას გაძეგლებული, ერთი შეხედვით თითქოსდა მარტო, მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებული...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებული.. რა ლამაზი ლექსია და ,საერთოდ,მომწონს როგორც წერთ. მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებული.. რა ლამაზი ლექსია და ,საერთოდ,მომწონს როგორც წერთ.
9. ეს წავიკითხე და მომეწონა ^_^ ამის სათქმელად მოვედიი)) ეს წავიკითხე და მომეწონა ^_^ ამის სათქმელად მოვედიი))
7. ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში, ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად, და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში, მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...
ლამაზი ლექსია, ჩემო კარგო! :* 5 ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში, ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად, და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში, მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...
ლამაზი ლექსია, ჩემო კარგო! :* 5
6. მადლობა მეგობრებო, ალაგ–ალაგ მეხამუშება ჯერ კიდევ თითქოს და "გავაშალაშინებ" მერე კიდევ :) მადლობა მეგობრებო, ალაგ–ალაგ მეხამუშება ჯერ კიდევ თითქოს და "გავაშალაშინებ" მერე კიდევ :)
5. მომეწონა მეგობარო, მაგრად მომეწონა თან )))
რა მოხდენილად გითქვამს სათმქელი. მომეწონა მეგობარო, მაგრად მომეწონა თან )))
რა მოხდენილად გითქვამს სათმქელი.
4. ეს გუშინაც წავიკითხე,დღესაც წავიკითხე. ხვალაც წავიკითხავ,არ იქნება პრობლემა ეს გუშინაც წავიკითხე,დღესაც წავიკითხე. ხვალაც წავიკითხავ,არ იქნება პრობლემა
3. ძალიან მომეწონა, წარმატებები.
ძალიან მომეწონა, წარმატებები.
2. ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში, ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად, და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში, მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...
მომეწონა ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში, ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად, და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში, მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...
მომეწონა
1. მშვენიერი ლექსია საბოლოო ჯამში :) მშვენიერი ლექსია საბოლოო ჯამში :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|