ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: თარგმანი
2 ივლისი, 2013


შავი თვალები = Очи черные (სამღერლად ნათარგმნი)

შავი თვალები

შავი თვალები,  ვნებიანები,
ცეცხლოვანი და შეუბრალები...
ო, როგორ მიყვარს, თან კი გავურბი,
ნახვის წუთიდან განამწარები.

როს დაგინახავთ, შავო თვალებო,
უმთვარო ღამეს შენადარებო,
შავო თვალებო, ვნებიანებო,
ცეცხლოვანნო და შეუბრალებო,

ადათ-წესებით ძველირუსულით,
ადათ-წესებით პეტერბურგულით,
ღვინო შამპანის მმატებს ხალისსა
და მსურს ალერსიც ბოშა ქალისა.

შავო თვალებო, ვნებიანებო,
ცეცხლოვანნო და შეუბრალებნო...
როგორ მიყვარხართ, როგორ გაგირბით,
ნახვის წუთიდან გამამწარებნო.

ქათქათა სუფრა დასველდა ღვინით,
ბოშათა ბანაკს სძინავს ღრმა ძილით.
მხოლოდ ერთს ღვიძავს, შამპანურსა სვამს
და თვალებს ეტრფის ბოშა ქალისას...

მაკოცე ერთხელ! მომწონხარ, იცი...
მაკოცე, არ ვარ შხამი-სამსალა.
მაკოცე ერთხელ, მერე გაკოცებ
და ვნების თასიც ერთად დავცალოთ.

ჩემი სულისთვის ძაძით მოსილნო,
ფუჭად როდი ხართ შავნი, თვალებო,
გამარჯვებებით ცეცხლანთებულნო,
და ჩემი გულის გამამწარებო...

მაგრამ არ ვდარდობ და არც ვნაღვლობ მე,
ჩემი უბედო ბედი მაწყნარებს.
და რაც რამ კარგი მიბოძა ღმერთმა,
მსხვერპლად შევწირავ ცეცხლოვან თვალებს...

შავი თვალები, ვნებიანები,
ცეცხლოვანი და შეუბრალები,
ო, როგორ მიყვარს, თან კი გავურბი,
ნახვის წუთიდან განამწარები.


Очи черные

Очи черные, очи страстные,
Очи жгучие и прекрасные.
Как люблю я вас, как боюсь я вас.
Знать увидел вас, я не в добрый час.

Как увижу вас очи черные
Мне мерещатся ночи темные.
Очи черные, очи страстные,
Очи жгучие и прекрасные.

По обычаю да по русскому,
По обычаю петербургскому
Не могу я жить без шампанского,
Да без табора, да без цыганского.

Очи черные, очи страстные,
Очи жгучие и прекрасные.
Как люблю я вас, как боюсь я вас.
Знать увидел вас, я не в добрый час.

Скатерть белая залита вином,
Все цыганы спят непробудным сном.
Лишь один не спит, пьёт шампанское
За очи черные, да за цыганские.....

Поцелуй меня, ты мне нравишься,
Поцелуй меня, не отравишься,
Поцелуй меня, потом я тебя,
Потом вместе мы поцелуемся.

Ох, недаром вы глубины темней,
Вижу траур в вас по душе моей,
Вижу пламя в вас я победное,
Сожжено на нём сердце бедное.

Но не грустен я, не печален я,
Утешительна мне судьба моя,
Всё, что лучшего в жизни Бог дал нам,
В жертву отдал я огневым глазам.

Очи черные, очи страстные,
Очи жгучие и прекрасные.
Как люблю я вас, как боюсь я вас.
Знать увидел вас, я не в добрый час.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს