ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: საბავშვო
2 ივლისი, 2013


ზღაპარი

                  (ზღაპარი დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც.)

მარიტამ დილით მზეს აასწრო ადგომა და სახლის დატოვება.ბოხჩა უკვე შეკრული ჰქონდა: რამდენიმე კაბა,ფეხსაცმელი და თავშალი.კარი ჩუმად გააღო და წავიდა.
მშობლიური სახლისაკენ ერთხელ კიდევ მოიხედა და გზას დაადგა.
გუშინ  დედამ უთხრა,უკვე 17 წლის ხარ და დროა შენი სიყვარული იპოვოო.ჰოდა, წავიდა სიყვარულის საპოვნელად.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ტყეს მიადგა. ტყეშივე შემოაღამდა და გადაწყვიტა , ღამე მონადირის ქოხში გაეთენებინა.

საგზალი სახლიდან არ წამოუღია.იმ ღამით არც მოშიებია,მაგრამ დილით,როცა გაეღვიძა,საშინლად შიოდა.ქოხის ახლოს კენკრა და მაყვალი მწიფდა,დაკრიფა და ქოხში მიიტანა.გაახსენდა,დედა ასეთ დროს ნამცხვარს აცხობდა ხოლმე და ისე ანაყრებდა მის და-ძმებს.
ქოხში მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ფქვილი იპოვა და ქვაბში ჩაყარა.
უცებ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ჩამოიარა
---გოგონი,წყალი დამალევინეო.
---წყალი მიირთვით და ნამცხვრითაც გაგიმასპინძლდებოდით,ერთ ჭიქა სიტკბო რომ მქონდესო ...
ვაჟმა დაუტოვა ერთი ჭიქა სიტკბო და გზა გააგრძელა.მარიტამ ქვაბში სათუთად შეინახა და თავი დაახურა.
შუადღეს ახალგაზრდა ვაჟმა ჩამოიარა:
---გოგონი.წყალი დამალევინეო.
------წყალი მიირთვით და ნამცხვრითაც გაგიმასპინძლდებოდით, ორი  ჭიქა სიხარული რომ მქონდესო.
ვაჟმა დაუტოვა ორი  ჭიქა სიხარული და გზა გააგრძელა.მარიტამ ქვაბში სათუთად შეინახა და თავი დაახურა.
მოსაღამოვდა.გოგონა უკვე დაძინებას აპირებდა,როცა კართან ახალგაზრდა,ძლიერი აღნაგობის,მხარბეჭიანი ვაჟი მოადგა.
იქაურს არ ჰგავდა.მარიტამ კარი გაუღო და ჰკითხა:
----აქაური არ უნდა იყო.საიდან მოხვედიო?
----მე პრომეთე ვარ,  ღმერთების შვილი და ხანდახან ამ მხარეშიც შემოვივლი ხოლმეო.
მარიტამ უთხრა:
---ნამცხვარს მოვამზადებდი  და გაგიმასპინძლდებოდი, სამი ჭიქა სიყვარული რომ მქონდესო.
ვაჟმა მისცა სამი ჭიქა სიყვარული,მაგრამ მარიტას ცეცხლი არ აღმოაჩნდა.  მაშინ პრომეთემ ღამე იქაურობა ჩუმად დატოვა,
ათენას მთიდან ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და მარიტას მოუტანა.

  ნამცხვარი შესანიშნავი გამოვიდა....

მას შემდეგ მარიტასა და პრომეთეს ქოხში ცეცხლი არასოდეს ჩამქრალა. ცეცხლი გიზგიზებს მათ გულებშიც . მარადიული 

ცეცხლივით არ ჩამქრალა მათი სიყვარულიც და  მუდამ ღვივის, ერთმანეთის  ვნებით  გაძლიერებული.


                                                                        THE    END



p.s.  როცა ზღაპრების მჯეროდა,ყველაზე მეტად მისი ბედნიერი დასასრული მომწონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები