ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2013


დაიწყო ქარით...



დიდი ხეები ტანებს არხევენ
და გიჟურ ცეკვას ასრულებენ
აქვე ჩემს თვალწინ.
ვუყურებ  ჩემი აივნიდან...-
ღრუბლები სწრაფად ისრუტავენ,
მზის შუქს,  ჩასვლის წინ.
მერე კი, ყვითლად ანთებული
ღრუბლის  ფარნები,
ცის  სიბნელეში  დაცურავენ... 
ქარი კი  დაჰქრის...
საოცარია!...
- ენთებიან,  მანამდე,  სანამ, 
მზე, უხილავი, "დენს"  არ გადაჭრის.
გავყურებ ჩემი აივნიდან,
გავყურებ დიდხანს...-
ქარიანი ღამის დასაწყისს
და მეჩვენება, რომ ყველაფერი,
სიტყვით კი არა, დაიწყო ქარით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები