ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
7 ივლისი, 2013


ტაკიმასხარათა ოჯახის ღირსება

დილიდან არეულობა იყო დიდი , სახელოვანი მასხარას სახლში.
--შვილო, უენა,----- ეუბნებოდა მამა და მტვრიან ჩაჩს სტენიდა ცხვირში ურჩ შვილს, -----უენა! მომისმინე! ჩვენს ოჯახში მუდამ ასე იყო, აბა შეხედე ,შეხედე კედელზე სურათებს! , ჩვენს დიდი წინაპარს! დიდ უენა მახვილესს! აი, ამ სურათზე ის ცნობილ მალაყს ასრულებს!...აქ კი....კოტრიალობს..ნახე?....აქ კი მეფე მასთან სადილობს!...ორდენი რომ მისცეს.....მე და დედაშენმა მისი სახელი დაგარქვით! ის ხომ უდიდესი მასხარა იყო მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში! მეფის კარზე იმსახურებ და ბედნიერი ვიქნებით!მე დავბერდი უკვე შვილო, მოვიდა დრო შენ გააგრძელო ჩვენი საპატიო სამუშაო!...
    შვილი კი ზიზღით იშორებდა ჩაჩს, (ჩაჩი ყარდა......) მას არ სურდა მასხარობა.რაინდი უნდოდა გამოსულიყო.ღამ -ღამობით უჩუმრად რაინდულ რომანებს გატაცებით კითხულობდა და ოხრავდა.მამისაგან ფარულად ასევე ფარიკაობის გაკვეთილებსაც იღებდა...
----უენა, შვილო, -----აკანკალებული ხმით გააგრძელა მამამ.--- შეხედე ამ სახლს, ბაღს, ქონებას! ..მსახურებს!....დუქნებს.....ყველაფერი ეს ხომ ჩვენი პროფესიითაა ნაშოვნი! ----და მტვრიანი, გაზინთლული, დიდი პაპის ნაქონი ჩაჩი შეანჯრია.ზანზალაკები მელოდიურად აჟღარუნდნენ, ავარდა მტვერი.....უენამ თავი ჩაღუნა
................................................................................................................................................
მამამ უცებ ტაში შემოჰკრა, მერე ჩაჩი მოირგო და 18/4 მალაყი გააკეთა, ფანჯრიდან ბაღში გადახტუნდა , მერე თავდაყირა , ხელებზე დამდგარი შემოვიდა სახლში, თან რომელიღაცა იტალიურ, რაინდულ რომანიდან სერენადას მღეროდა, წვრილი, სასაცილო ხმით....(აი იმ რომანიდან, როცა უბედურმა რაინდმა ჯერ კიდევ არ იცის რომ მისი საყვარელი ქალი ლესბოსელია, მერე კი თავს იკლავს.... ) ჩაჩი ამაყად გაუწოდა შვილს, თან მძიმედ სუნთქავდა დაღლილობისაგან...--აბა, მიდი შვილო! როგორც გასწავლე....
--თავი დამანებე მამა! ----აყვირდა უენა,---მეზიზღები!--- მერე ჩაჩს ხელი დაჰკრა და თვალცრემლიანი გავარდა გარეთ...
მამამ ჯერ ხელი ჩაიქნია, ჩაჩი ფრთხილად აიღო და ხელი გადაუსვა, დაფიქრდა....მერე შვილს დაედევნა.
-----უენა, დაბრუნდი!...
...უენა გარბოდა....გარბოდა ქალაქის ქუჩებში,  ცრემლს იწმენდდა... გამვლელები გზას უთმობდნენ მოწიწებით, ის ხომ უდიდესი მასხარას შვილი იყო!
----შვილო, უენა დაბრუნდი! შენ არ გაქვს უფლება ასე მოექცე მოხუც მამას, რომელმაც გაგზარდა, მოგცა განათლება, ზრუნავდა შენს ჯანმრთელობაზე...დღე და ღამე ტაკიმასხარაობდა, მალაყებს აკეთებდა და ამ დროს შენზე ფიქრობდა! ერთადერთ შვილზე.....უენააააა!!!..დაბრუნდიიიიი....
---ვაი, გული....----- ჩაიმუხლა მამამ მოედანზე.
გამწრებული უენა კი ამ დროს სამრეკლოს კოშკზე ციყვივით მიცოცავდა.
----ახლა.... ახლა თავს მოვიკლავ,--ფიქრობდა უბედური ჭაბუკი!---- გადმოვხტები, ჯობს ასე მოვკვდე, ვიდრე მასხარის ჩაჩი ვატარო სიბერემდე!..ოჰ მამაჩემო! ეს რა სატანჯველი მომივლინე!
უენა აცოცდა სულ ზევით. მერე ქვემოთ თავი ჩაჰკიდა და თავბრუსხვევა იგრძნო, ხალხი შეგროვილიყო და ბუზის ოდენებად მოსჩანდნენ. მამას სახეზე ხელი აეფარებინა .
მშვიდობით მამა... ჩაილაპარაკა უენამ, თვალი დახუჭა და ძირს გადმოეშვა.
ხალხმა შეყვირა....
მოულოდნელად საოცარი რამ მოხდა,უენას შარვალი შენობის კუთხეზე შპილს გამოედო და უბედური თუ ბედნიერი, (ამას ისტორია განსჯის!..) უენა ზედ სასაცილოდ ჩამოეკონწიალა!
--უენა მიფრინავს.?...ახარხარდა ხალხი
---მიცურავს...ნახეეე?...უენა რა მაგარია?...ეტყობა რომ ღირსეული მამის შთამომავალია!
--ნახეთ!..ნახეთ რას აკეთებს! რა მაგარია, ყოჩაღ უენა!..ხა-ხა-ხაააააა...
მოედანზე მოსეირნე და მოვაჭრე ხალხი გამხიარულდა.
--აი, შვილიც ასეთი უნდა! ნიჭიერია მამასავით!
--გაუმარჯოს უენას!..------ ყვიროდნენ ბავშვები, მოზრდილები, ქალები....უენა კი გამწარებული იქნევდა ხელ-ფეხს, ცდილობდა რამეს ჩასჭიდებოდა!
მოხუცმა მამამ თვალებიდან ხელი მოიშორა, მერე ნელ-ნელა ღიმილი გამოესახა სახეზე.
--შეხედეთ! ეს .....ეს ჩემი შვილია, დიდი უენა! უენააა!!! უენა მახვილესი!!!!!!
მერე ჩაჯდა ძირს და ჩურჩულით განაგრძო.
--ასეც უნდა მომხდარიყო,მადლობა ღმერთს!... ის ხომ ღირსეულ მასხარათა სახელოვანი შთამომავალია! დღეს მან დაიცვა ჩვენი ოჯახის ღირსება! ყოჩაღ შვილო!  ახლა შემიძლია მშვიდად გავიდე პენსიაზე...





ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები